Untitled Document

Untitled Document

აქტივობები

ექსკურსია აღმოსავლეთ საქართველოში

2018 წლის 5-7ოქტომბერს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის მე-12ა /0.31 კლასის/ კურსის მოსწავლეებისთვის/პროფესიული სტუდენტებთვის ქართული ენისა და ლიტერატურის და საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრათა ხელმძღვანელების: ა.ჯაყელისა და ნ.სამხარაძის ინიციატივით მოეწყო გასვლითი ექსკურსია აღმოსავლეთ საქართველოში. მოსწავლეებმა/პროფ. სტუდენტებმა მოინახულეს კახეთის ღირსშესანიშნაობები: ალავერდი, იყალთო, წინანდალი, სიღნაღი, თელავი, შუამთა, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. აღფრთოვანებული დარჩნენ ისტორიულ-კულტურული ღისშესანიშნაობებით, აღმოსავლეთის ბუნებით, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

გილოცავთ ახალი 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებას!

შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის მოსწავლეებს/პროფესიულ სტუდენტებს, მასწავლებელს/პროფესიული პროგრამების განმახორციელებლებს და მშობელს გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ წარმატებებს, წინსვლას და გაცნობებთ, რომ ლიცეუმში სწავლა განახლდება 17 სექტემბერს 09 : 00 საათზე.

10 სექტემბერი, 2018 წელი

10 სექტემბერს 12 საათზე ჩატარდა ლიცეუმის პედაგოგიური საბჭოს სხდომა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების გარდა საბჭომ განიხილა სასწავლო წლის დაწყებასა და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.

მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

2018 წლის 25 ივნისს, ბათუმში, მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, ამ დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავს შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმი. ლიცეუმის პროფესიული სტუდენტები, მასწავლებლები და ადმინისტრაციის წევრები დილიდან იკრიბებიან ქ. ბათუმის ერას მოედანზე, აქ ასევე იკრიბებიან აჭარაში მოღვაწე სხვა საზღვაო სასწავლებლების სტუდენტები და მათი ლექტორ-მასწავლებლები. შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის ადმინისტრაცია ყველა მეზღვაურს, მომავალ მეზღვაურებს და სასწავლებლის თანამშრომლებს ულოცავს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს. სტუდენტების მონაწილეობით იმართება საზეიმო მსვლელობა. ლიცეუმის მიერ ხდება სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა (ამჯერად გამოფენილი იყო იაგო შერვაშიძის ნახატები). საზღვაო მიმართულებით განათლების მიღების მსურველთათვის იმართება კონსულტაციები. ლიცეუმის ბაზაზე არსებული ძვირფასი საზღვაო ხელსაწყოების და სუვენირების გამოფენა ამშვენებს შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმისათვის ერას მოედანზე დათმობილ სივრცეს. ყოველთვის ყურადღებიანი და ყველას მიმართ მზრუნველი, ლიცეუმის ხელმძღვანელი ქალბატონი ლალი ხვედელიძე ზრუნავს არა მხოლოდ სტუდენტებისა და კოლექტივის, არამედ ტურისტების და გამოფენის დამთვალიერებლების დატკბობაზე, მეზღვაურთა დღის აღსანიშნავად სასწავლებლის გერბით დამზადებული უგემრიელესი ტორტით, რითაც მოხიბლული დარჩნენ არა მარტო უცხოელი დამსვენებლები. ლიცეუმის თანამშრომლები და სტუდენტები საზღვაო ფორმით და თეთრი ტანსაცმლით პატივისცემას გამოხატავენ მეზღვაურთა საერთაშორისო დღის მიმართ, რაც აგრეთვე ხაზს უსვამს ჩვენი საზღვაო ქალაქის ფუნქციასა და დანიშნულებას.

30 მაისი, 2018 წელი

შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრმა, გეოგრაფიის მასწავლებელმა ეკატერინე სირაბიძემ, გლობალურ გეოგრაფიაში, მე-11ბ კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: გლობალური პროგნოზირება, მომავლის ეკოლოგიური პროგნოზი. გაკვეთილის მიზანი - მოსწავლემ შეძლოს და გააანალიზოს მსოფლიოში მიმდინარე ეკოლოგიური პრობლემები სოციალურ-ეკონომიკასთან კავშირში და იმსჯელოს მომავლის პროგნოზებზე. წინა წლებში ნასწავლი მასალის გახსენების შემდეგ, გაკვეთილის თემაზე განწყობის შესაქმნელად, ნაჩვენები იყო ვიდეო-რგოლი ბათუმის და მისი შემოგარენის ეკოლოგიური მდგომარეობის ამსახველი მასალით. მოსწავლეებმა ჯგუფური მუშაობისას გაკვეთილზე წარმოადგინეს ახალი მასალის პრეზენტაცია. პრეზენტაციის დროს ნიკა შამუგიამ და ლერი აბდიბამ ისაუბრეს თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს რესურსების არასწორ გამოყენებას, იაგო შერვაშიძემ - ეკოლოგიური პრობლემების სოციალურ-ეკონომიკურ მხარეზე, ნიკო სეხნიაშვილმა კი არაჩვეულებრივად გაართვა თავი მდგრადი განვითარების მიზნების განხილვას. გაკვეთილის ბოლოს შევაჯამეთ თემა ელექტრონული თვალსაჩინოების ჩვენებით და მოსწავლეებმა გამოთქვეს ვერსიები, რა უნდა გააკეთოს თითოეულმა ადამიანმა იმისათვის, რომ ბუნებრივი რესურსები არ გამოვიყენოთ უმიზნოდ, გადაჭარბებულად და როგორ შევამციროთ სითბური აირის გამოყოფა.

28 მაისი, 2018 წელი

შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის მასწავლებლები და მოსწავლეები/პროფ. სტუდენტები მიწვეული იყვნენ აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გამართულ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. მუზეუმში გაიმართა ქართული ფოლკლორის საღამო და წიგნის პრეზენტაცია. წარმოდგენილი იყო ქართული ფოლკლორული საკრავები, ისაუბრეს მათი მნიშვნელობისა და უნიკალურობის შესახებ, ქართული ტრადიციული ცეკვები შერწყმული იყო ფოლკლორულ საკრავებთან. საღამოს მეორე ნაწილი დაეთმო წიგნის პრეზენტაციას ,,ქართული ხალხური მუსიკალური საკრავები“, წიგნის ავტორმა საშა ლეკვეიშვილმა მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის ბიბლიოთეკას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს საჩუქრად გადასცა წიგნები. ღონისძიების დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმის სხვადასხვა კუთხე და, ეროვნულ ფასეულობებზე კიდევ ერთხელ დაფიქრებულებმა, სასიამოვნო განცდებით დატოვეს მუზეუმი.

25 მაისი, 2018 წელი

შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის მე-11ბ კლასის მოსწავლეებმა 25 მაისს საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის ხელმძღვანელის ნინო სამხარაძის ინიციატივით და პედაგოგების: ეკატერინე სირაბიძის, ანჟელა ჯაყელის მონაწილეობით მოაწყვეს გასვლითი ექსკურსია ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში. მოინახულეს მახუნცეთის ჩანჩქერი, თამარის ხიდი, გონიოს ციხე და ახალსოფელ-ავგიის ჯვარი. მოსწავლეებმა შესანიშნავი დრო გაატარეს ბუნებაში, გამოავლინეს შესანიშნავი შემოქმედებითი უნარები: იმღერეს, წარმოთქვეს ლექსები, სადღეგრძელოები და სპორტული შესაძლებლობები. დადებითი ემოციები გამოიწვიეს უცხოელ დამსვენებლებში და კმაყოფილები დაბრუნდნენ.

02 მაისი, 2018 წელი

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ,,ეტალონი“ „ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენად ბათუმის N25 საჯარო სკოლაში გაიმართა. მასში ხელვაჩაურის სკოლებიდან გამორჩეული ახალგზარდები მონაწილეობდნენ. მონაწილეთა შორის იყო ლიცეუმის მე-11ა კლასის მოსწავლე დავით ზინჩენკო. ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი მადონა დავითაძე, ხელვაჩაურის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა დიდმანიძე, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

23 აპრილი, 2018 წელი

შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრაზე, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გეოგრაფიის მასწავლებელმა ეკატერინე სირაბიძემ ჩაატარა ლექცია-სემინარი თემაზე ,,დედამიწის დღე“ და გამოსცა მხატვრულად გაფორმებული კედლის გაზეთი ეკოლოგიურ პრობლემებზე დასაფიქრებლად.

19 აპრილი, 2018 წელი

შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის ფიზიკის მასწავლებელმა მარინა აბულაძემ XIბ კლასში ჩაატარა გაკვეთილი თემაზე ,,აირის კანონები“. გაკვეთილის მიზანი იყო იდეალური აირის მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის დებულებების განმტკიცება. მაკროსკოპული პარამეტრებს შორის კავშირის დადგენა და მათი შეცვლის პირობები. გაკვეთილზე მუშაობის ფორმა იყო ინდივიდუალური. გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს დაურიგდათ სამუშაო მასალა, რომელიც უნდა შეევსოთ გაკვეთილის მსვლელობის დროს ახალი მასალის ათვისების შემდეგ. გაკვეთილზე იყო გამოყენებული პრეზენტაცია.

19 აპრილი, 2018 წელი

შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის მათემატიკის მასწავლებელმა ვახტანგ ბაძაღუამ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით Xბ კლასში ჩაატარა გაკვეთილი თემაზე: ,,ალბათობის ფორმულა“. გაკვეთილის მიზანი იყო ალბათობის თეორიის ძირითადი ცნებების გაცნობა, რათა მოსწავლემ შეძლოს შეასრულოს მოქმედებები ხდომილობაზე. გაკვეთილის მუშაობის ფორმები იყო ინდივიდუალური და წყვილებში. გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს დაურიგდათ ინდივიდუალური სამუშაო ფურცელები, ტესტ- ბარათები, სპრინტ-ბარათები. გაკვეთილზე იყო მოყვანილი სხვადასხვა სახის ბევრი საინტერესო მაგალითი.

05 აპრილი, 2018 წელი

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული, მასწავლებლის მიერ განხორციელებული სავალდებულო აქტივობის ფარგლებში შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის ბიოლოგიის მასწავლებელმა ეთერ შავაძემ მე-11ბ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „გენმოდიფიცირებული ორგანიზმები“. გაკვეთილს ესწრებოდნენ შეფასების ჯგუფის და კათედრის წევრები, რომლებმაც გაკვეთილი დადებითად შეაფასეს.

28 მარტი, 2018 წელი

შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის შემოქმედებითმა კლუბმა, ქართული ენისა და ლიტერატურის და საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრების წევრებთან ერთად, კლუბის და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მოინახულეს ქალაქ ბათუმის ხელოვნების მუზეუმი. დაათვალიერეს გამოჩენილ ქართველ ფერმწერთა, აგრეთვე ახალგაზრდა თურქ და ქართველ მხატვართა გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები. ესთეტიკურმა გარემომ ახალგაზრდებში დადებითი განცდები გამოიწვია.

21 მარტი, 2018 წელი

შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მათემატიკის ინტეგრირებულ კათედრასთან არსებულმა ეკოლოგიურმა კლუბმა სახელწოდებით: ,,ზღვის შვილებმა“ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მოაწყო შეხვედრა და წარმოადგინა პრეზენტაციები თემაზე : ,,მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“. ამ დღეს დაკავშირებით ყველა კლასში ბიოლოგიის გაკვეთილების თემა იყო „დაუნის სინდრომი“, რომელსაც კლუბის ხელმძღვანელი ეთერ შავაძე და წევრები ატარებდნენ, აჩვენებდნენ მომზადებულ პრეზენტაციას სლაიდ შოუს სახით. გამოუშვეს ამავე სახელწოდების ესთეტიკურად გაფორმებული კედლის გაზეთი და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

ექსკურსია თურქეთის ისტორიულ ქალაქში

შპს ,,მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის’’ პადაგოგებისთვის, ლიცეუმის დირექტორის ფინანსური მხარდაჭერით, 2018 წლის 10 – 14 მარტს დაიგეგმა და განხორციელდა ექსკურსია თურქეთის ისტორიულ ქალაქში, სტამბულში. ბათუმიდან ტრაპზონამდე დავტკბით სანაპიროზე მდებარე ქალაქებისა და ზღვის პეიზაჟით. ტრაპიზონიდან ვიმგზავრეთ საჰაერო ტრანსპორტით და ძალიან მალე აღმოვჩდით სტამბულის ისტორიულ- ევროპულ ნაწილში, სადაც მოვინახულეთ : აია სოფია, რომელიც ბიზანტიის იმპერატორის, კონსტანტინეს დროს აიგო 360 წელს. ვიდრე კონსტანტინოპოლი დაეცემოდა იყო ერთ-ერთი უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი. ამჟამად კი მუზეუმია, რომელიც მდებარეობს თურქეთის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ სტამბულში. სულთან აჰმედის მეჩეთი, რომელიც ევროპაში ცისფერი მეჩეთის სახელით არის ცნობილი- ისლამური არქიტექტურის ქმნილებაა. აია სოფიასა და მეჩეთთან ახლოს მდებარეობს თოფქაფის სასახლე, ოსმალეთის სულთნების რეზიდენცია 1853 წლამდე, და ასევე ბოსფორის სანაპიროც. ზღვიდან ამ მეჩეთის გუმბათები და მინარეთები ქალაქის ძველი უბნის პანორამის მთავარი ნაწილია, მეჩეთის მდებარეობა ჰაგია სოფიას პირდაპირ წინასწარ განზრახული იყო, იმის დემონსტრაციისთვის, რომ ოსმალურ და ისლამურ არქიტექტორებს და მშენებლებს შეეძლოთ მათი ქრისტიანი წინამორბედების ქმნილებებთან პაექრობა. თუმცა არქიტექტორმა ვერ მოახერხა ჰაგია სოფიაზე უფრო დიდი გუმბათის შექმნა. სტამბულის (კონსტანტინოპოლის) ქვეშ დამალულია ასობით უძველესი ცისტერნა, რომელიც წარსულში მოსახლეობას წყლით ამარაგებდა. ყველაზე დიდი მათ შორის არის ბაზილიკა ისტერნა. ნაგებობას 336 მარმარილოს სვეტი იჭერს, სავარაუდოდ ეს სვეტები სხვა ძველი შენობებიდან მოიტანეს მთელი ბიზანტიის იმპერიის მიდამოებიდან, ამის კარგი მაგალითი ხელმეორედ გამოყენებული მედუზას თავებია. ვიმოგზაურეთ ოქროს რქის ყურეში, რომელიც ქალაქის მნიშვნელოვანი ურბანული სანაოსნო გზა არის და მთავარი შესასვლელია ბოსფორში.ყურედან კარგად ჩანდა ქალაქის არქიტექტურისა და განაშენიანების შერწყმა რელიეფთან. გალათას კოშკი 1348 წელს აშენების დროს, 66,9 მეტრის სიმაღლით, სტამბოლში ყველაზე მაღალი შენობა იყო და ბიზანტიურ კულტურიდან შემორჩენილ არქიტექტურული ძეგლებისაგან განსხვავებით, გარდა სამუზეუმო ფუნქციისა, მისი კოშკურიდან დანახული თვალწარმტაცი პეიზაჟი, ვფიქრობ, სტამბულის სავიზიტო ბარათია. მოვინახულეთ დოლმაბაჰჩეს სასახლე, ბარიკოს და როკოკოს სტილში აგებული ევროპული მარგალიტი, რომელშიც შერწყმულია ოსმალეთის ტრადიციული ხელოვნება და კულტურა თვითმყოფადი იერის მისაცემად. ფუნქციურად შენობა ესადაგება ტრადიციული ოსმალური სასახლის ცხოვრებას და ასევე თურქული სახლის ადათებს. დღემდე ის უდიდესი სასახლეა თურქეთში დარბაზების ფართობის მიხედვით. დავათვალიერეთ ისტიკლარი, ბეიოღლუ, ტაქსიმი, შიშლი და დავტკბით ქალაქის ურბანული არქიტექტურის სილამაზით. და ბოლოს, ჩვენი სტამბულში მოგზაურობა დამთავრდა თურქი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურიატის, ორჰან ფამუქის რომანის მიხედვით შექმნილი „უმანკოების მუზეუმის“ მონახულებით. ახლადგახსნილი მუზეუმი უნიკალურია, რადგან ის რომანის პირობითი გმირების - ფუსუნის და ქემალის - ცხოვრებას ასახავს. მუზეუმის შექმნას თითქმის ორი ათწლეული დასჭირდა. 83 ექსპონატი ნაწარმოების 83 თავს ეძღვნება და ისინი მე-19 საუკუნის დროინდელ სახლში არის განთავსებული. ექსპონატების უმრავლესობა თავად ორჰან ფამუქს ეკუთვნის, ასე რომ, დამთვალიერებლები ერთგვარად ავტორის ბიოგრაფიასაც გავეცანით. ეკლექტური მუზეუმი ისეა მოწყობილი, რომ წიგნის გმირების, ფამუქის შინაგანი ცხოვრების, მისი ემოციების და წარმოსახვის ანარეკლია. ამაში მდგომარეობს მისი უნიკალურობაც.

ინტელექტუალური შეჯიბრი სკოლებს შორის

2018 წლის 10-11 მარტს ქალაქ ბათუმში გაიმართა ,,Quidditch: Intellectual Competition for Schools 2018“ ინტელექტუალური შეჯიბრი სკოლებს შორისმთელი საქართველოს მასშტაბით. შეჯიბრი ჩატარდა ინგლისურ ენაზე, 5 კაციან გუნდებს შორის. თამაშში მონაწილეობა მიიღო ლიცეუმის გუნდმა: ლევან კანდელაკის (კაპიტანი), იაგო და ენრიკო შერვაშიძის, ნიკა შამუგიას და დავით ზინჩენკოს მონაწილეობით. მონაწილეებმა წარმატებით გადალახეს I და II ტური, გადავიდნენ ნახევარფინალში და აიღეს შესაბამისი სერტიფიკატები. ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს!

16 თებერვალი, 2018 წელი

შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრაზე, კლუბის "მწვანე დედამიწას" ფარგლებში შეიქმნა ელექტრონული ჯგუფი, სადაც სურვილისამებრ გაწევრიანებული არიან ის მოსწავლეები, რომლებსაც ჩასაბარებელი აქვთ საატესტატო გამოცდა. ელექტრონული ჯგუფის შექმნის მიზანია საატესტატო გამოცდისათვის მომზადება დამატებითი ვიზუალური, ვიდეო და ელექტრონული მასალით. ჯგუფში მოსწავლეებს შეუძლიათ საგნის მასწავლებელთან ერთად გეოგრაფიულ ტესტებზე მეცადინეობა, მსჯელობა, დედამიწისა და სხვა გეოგრაფიული მოვლენების გეოგრაფიული ტერმინებით შეფასება, რაც მთავარია ჯგუფისთვის მიწოდებული ნებისმიერი მასალა მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ან დაამუშაოს მისთვის სასურველ დროს. ჯგუფი მუდმივად განახლებადია და გეოგრაფიული ცოდნის მიღების მსურველთათვის ყოველთვის ღიაა. https://www.facebook.com/groups/122649451752327/

07 თებერვალი, 2018 წელი

დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის XIა კლასის/021 ჯგუფის მოსწავლემ/პროფ. სტუდენტმა ლუკა კიკნაძემ გამოსცა ესთეტიკურად გაფორმებული კედლის გაზეთი ,,გზა, რომელიც ტაძრისკენ მიდის“.

03 თებერვალი, 2018 წელი

შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის მასწავლებლებმა ნინო სამხარაძემ და მზევინარ ძირკვაძემ Xა კლასის / ჯგუფის მოსწავლეებთან/პროპ. სტუდენტებთან ერთად მოაწყვეს გასვლითი, ღია გაკვეთილი. მოინახულეს ისტორიული ციხე-ქალაქი ეგრისის სამეფოში,პეტრა, ახლანდელი სოფელი ციხისძირის ტერიტორიაზე. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მე-10 კლასის პროგრამიდან გამომდინარე, ესაუბრა ციხის შესახებ, რომ „პეტრა“ ამ ციხე-ქალაქის ბიზანტიური სახელწოდებაა, ხოლო „ქაჯეთის ციხე“ — ქართული. ვარაუდობენ, რომ ვეფხისტყაოსანში სწორედ ეს ციხეა მოხსენიებული. ნინო მასწავლებელმა კი გააცნო ციხის ისტორია და არქიტექტურა. მოსწავლეებმა კმაყოფილება გამოთქვეს საინტერესო ლექცია-სემინარისთვის, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.

18 იანვარი, 2018 წელი

შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის მასწავლებლებმა ნინო სამხარაძემ და ანჟელა ჯაყელმა მოსწავლეებთან/პროპ. სტუდენტებთან ერთად მოაწყვეს გასვლითი გაკვეთილი კეთილმორწმუნე მეფე თამარის ეკლესიაში (ბენზეს დასახლება) ნათლიღების საეკლესიო დღესასწაულთან დაკავშირებით. მასწავლებლებმა ისაუბრეს საეკლესიო ისტორიის შესახებ, საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლასა და გავრცელებაზე აჭარის მხრიდან. გაიხსენეს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში შემავალი მოქმედი ეკლესია-მონასტრები. გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.

26 დეკემბერი, 2017 წელი

2017 წლის 26 დეკემბერს შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენათა კათედრასთან არსებულმა მოსწავლეთა შემოქმედებითმა კლუბმა ანჟელა ჯაყელისა და ია ვერულიძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მოაწყო შემოქმედებითი საღამო ,,როცა სიტყვები ზედმეტია“. მე-11 კლასის მოსწავლეებმა: იაგო შერვაშიძემ, ლუკა ქავთარაძემ და დავით ზინჩენკომ, რომლებიც გაწევრიანებული არიან ამავე კლუბში, წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები და ისაუბრეს მათთვის დამახასიათებელ შემოქმედებით პროცესზე. საღამო მუსიკალურად გააფორმეს და დამსწრე საზოგადოებას შეუქმნეს საახალწლო განწყობა გენად მჟავანაძემ და გიორგი ნაგერვაძემ.

22 დეკემბერი, 2017 წელი

ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით ლიცეუმის ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენათა ინტეგრირებული კათედრის ხელმძღვალელმა ანჟელა ჯაყელმა გამოსცა ესთეტიკურად გაფორმებილი კედლის გაზეთი: გილოცავთ ახალ 2018 წელს.

კლასსაათები თემაზე: ,,აგრესია და ძალადობა მოზარდებში“

2017 წლის 04 დეკემბერიდან 8 დეკემბრის ჩათვლით ბოლო დროს ქვეყანაში მოზარდებს შორის ძალადობის ფაქტების გახშირების გამო შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის ყველა კლასში ჩატარდა კლასსაათი თემაზე: აგრესია და ძალადობა მოზარდებში“.

ექსკურსია გონიო-აფსაროსის ციხეში

შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრასთან არსებული კლუბის ,,მწვანე დედამიწა“ ხელმძღვანელმა და წევრებმა 2 დეკემბერს დაგეგმეს და განახორციელეს ექსკურსიის ტიპის გასვლითი გაკვეთილი გონიო -აფსაროსის ციხეში. კლუბის წევრებმა დაათვალიერეს ციხის შემოგარენი, არქეოლოგიური მუზეუმი, კატაპულკების განყოფილება, მოინახულეს მატათას საფლავი. გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.

06 დეკემბერი, 2017 წელი

2017 წლის 16 ოქტომბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით თბილისში ჩატარდა ერთობლივი საწვრთნო შეკრება ტაეკვონდოში, სადაც მონაწილეობის მისაღებად მიწვეული იყო აჭარის ნაკრების წევრი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი ლიცეუმის XI-ბ კლასის მოსწავლე რამაზ წუწუნავა. აღნუშნული შეკრება მნიშვნელოვანი იყო რამაზისთვის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში წარმატებით მონაწილეობისათვის.

04 დეკემბერი, 2017 წელი

1, 2 და 3 დეკემბერს ლიცეუმის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა: ანჟელა ჯაყელმა, მზევინარ წულუკიძემ და მზევინარ ძირკვაძემ მოისმინეს მასწავლებელთა მომზადებისა და გადამზადების პროგრამის ფარგლებში, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით, კერძოდ კი, ქართულ ენასა და ლიტერატურაში სსიპ - ქალაქ ბათუმის №8 საჯარო სკოლაში.

30 ნოემბერი, 2017 წელი

მასწავლებელთა მომზადებისა და გადამზადების (ტრენინგების) პროგრამის ფარგლებში, შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის პედაგოგმა ხათუნა ბერიძემ გაიარა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული აქტივობა ( რუსულის, როგორც უცხოური ენის, სწავლების მეთოდიკა) და მიენიჭა შესაბამისი კრედიტქულა.

24 ნოემბერი, 2017 წელი

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა, "პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" "მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის ქვეპროგრამის" ფარგლებში, ჩაატარა სემინარების ციკლი - მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის პროცესში, საგანმანათლებლო დაწესებულებების დონეზე, პროგრამის შემუშავებასა და ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. პირველი სემინარი ჩატარდა 20, 21 და 22 ნოემბერს ქ. ბათუმში და მოიცავდა აჭარისა და სამეგრელოს რეგიონების საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
სემინარი ჩატარდება სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღის“ ბათუმის ფილიალში. აღნიშნულ სემინარს ესწრებოდნენ შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის წარმომადგენლები: გიული ბერიძე და ია ვერულიძე. მოსწავლეები და პედაგოგები მადლობას უხდიან ლიცეუმის დირექტორს ქალბატონ ლ. ხვედელიძეს შინაარსიანი და საინტერესო გასვლითი ორდღიანი ექსკურსიისთვის.

31 ოქტომბერი, 2017 წელი

შპს ,,მახინჯაურის ლიცეუმში” საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მათემატიკის კათედრასთან არსებული ეკოლოგიის კლუბი, შავი ზღვის დაცვის დღესთან დაკავშირებით 2017 წლის 31 ოქტომბრიდან დან 04 ნოემბრამდე ატარებს საგანმანათლებლო კვირეულს.
კვირეულის გეგმა:
1. ა) 31 ოქტომბერი - ფოიეში დამონტაჟებულ მონიტორზე ვიდეო რგოლის ჩვენება;
ბ) კედლის გაზეთის გამოცემა;
2. 01 ნოემბერი - საკონფერენციო დარბაზში მინი-ლექცია, სხვადასხვა პრეზენტაციებისა და მოხსენებების წარდგენა კლუბის წევრებისა და ხელმძღვანელის მიერ;
3. 03 ნოემბერი - სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიის, კერძოდ, ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავება.

ექსკურსია აღმოსავლეთ საქართველოში

შპს ,,მახინჯაურის ლიცეუმის’’ მე-12ა კლასის მოსწავლეების მონაწილეობით 2017 წლის 7 – 8 ოქტომბერს დაიგეგმა და განხორციელდა ექსკურსია აღმოსავლეთ საქართველოს ულამაზეს კუთხეში, კახეთში. მოსწავლეები ეწვივნენ სიყვარულის ქალაქს-სიღნაღს, მოილოცეს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი, მოინახულეს ნეკრესი, ალავერდი, იყალთო, უჯარმა, ძველი და ახალი შუა მთა, კახეთის მეფეთა ერთ-ერთი საბრძანებელი-გრემის სასახლე, ესტუმრნენ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს წინანდალში. ექსკურსია დასრულდა დავით-გარეჯის წმინდა ბერების სამონასტრო-კომპლექსის მონახულებით. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს რთველშიც. გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. მოსწავლეები და პედაგოგები მადლობას უხდიან ლიცეუმის დირექტორს ქალბატონ ლ. ხვედელიძეს შინაარსიანი და საინტერესო გასვლითი ორდღიანი ექსკურსიისთვის.

მიწისძვრის განგაშის საწვრთნელი იმიტაცია

2017 წლის 4 ოქტომბერს, ,,ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტსა“ და ,,მახინჯაურის ლიცეუმში“, აჭარის განათლების ფონდის მიერ ორგანიზებული ტრეინინგის ფარგლებში, მოეწყო მიწისძვრის განგაშის იმიტაცია. იმიტირებული განგაშისას, ბნსუ-სა და ლიცეუმის სტუდენტებმა და ლექტორ-მასწავლებლებმა მათთვის წინასწარ ახსნილი წესების დაცვით დატოვეს შენობა და განთავსდნენ წინასწარ არჩეულ უსაფრთხო ადგილას. იმიტირებულმა წვრთნამ წარმატებით ჩაიარა.

იმიტირებული გაკვეთილები

2017 წლის 26-29 სექტემბერს, შპს ,,მახინჯაურის ლიცეუმში“ აჭარის განათლების ფონდის მიერ ორგანიზებული ტრენინგების შემდეგ დაიგეგმა და ჩატარდება ყველა კლასში იმიტირებული გაკვეთილები ბუნებრივ კატასტროფებსთან დაკავშირებით.

საინფორმაციო შეხვედრა

2017 წლის 27 სექტემბერს, 13 საათზე, ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, პროექტის ,,ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“ ფარგლებში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა შპს ,,მახინჯაურის ლიცეუმის“ მოსწავლეებთან/პროფ. სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებთან. შეხვედრის მიზანი იყო დამსწრეთ მიეწოდოს მედიაში სიმართლისა და არასწორი ინფორმაციის გამიჯვნის ხერხები და გზები; ასევე, შეხვედრა ითვალისწინებდა ევროპული ღირებების დანერგვასთან დაკავშირებული კონკურსებისა და დისკუსიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

26 სექტემბერი, 2017 წელი

შპს ,,მახინჯაურის ლიცეუმის“ მასწავლებლებმა: ნინო სამხარაძემ და ეკატერინე სირაბიძემ მე-11 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარეს გასვლითი, ღია გაკვეთილი ბათუმის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში თემაზე: ,,პალეოლითი-ძველი ქვის ხანა“. თემატური გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმი და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

სექტემბერი, 2017 წელი

2017 წლის 23-24 სექტემბერს, 30 სექტემბერს და 1-ლ ოქტომბერს 10.00 საათიდან 15.00 საათამდე აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი შპს „მახინჯაურის ლიცეუმის“ უსაფრთხოების შტაბის წევრებს ჩაუტარებს განახლებულ ტრენინგ-კურსს „ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება - ინკლუზიური განათლების კონტექსტის პრინციპების დაცვით“.

გილოცავთ ახალი 2017-2018 სასწავლო წლის დაწყებას!

შპს ,,მახინჯაურის ლიცეუმი" ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ წარმატებებს, წინსვლას და გაცნობებთ, რომ ლიცეუმში სწავლა განახლდება 15 სექტემბერს 09.00 საათზე.

16 მაისი, 2017 წელი

რუსული ენის მასწავლებელმა ხათუნა ბერიძემ ინტერაქტიული მეთოდით Xბ კლასში ჩაატარა ურთიერთდასწრების გაკვეთილი თემაზე: ,,Совершенныи и несовершенныи вид глагола". გაკვეთილის მიზანი: 1. მოსწავლემ შეძლოს ზმნის სრული და უსრული ასპექტის გარჩევა. 2. შეძლოს შესაბამისი ზმნების პოვნა წინადადებაში. 3. შეადგინოს მარტივი წინადადებები ასეთი ტიპის ზმნების გამოყენებით. გაკვეთილზე მუშაობის ფორმები იყო ინდივიდუალური და ჯფუფური.

11 მაისი, 2017 წელი

შპს ,,მახინჯაურის ლიცეუმის“ მათემატიკის მასწავლებელმა ნათელა ტაკიძემ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით Xბ კლასში ჩაატარა გაკვეთილი - პროექტი ,,როგორ იწყებოდა და ვითარდებოდა გეომეტრია“. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები გამოჩენილ მათემატიკოსებზე, ისაუბრეს მათ დამსახურებაზე გეომეტრიის განვითარების საქმეში. გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებმა შეავსეს შემოსასვლელი ბილეთი, რომელშიც უნდა დაეწერათ თუ რა იცოდნენ ამ თემის შესახებ. გაკვეთილის ბოლოს კი შეიტანეს ის ინფორმაცია, რომელიც ამ გაკვეთილის შედეგად შეიძინეს. გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელმა მოსწავლეებს უჩვენა ვიდეო-რგოლი ,,გეომეტრიული ფიგურები ჩვენ ირგვლივ“ და სთხოვა საშინაო დავალების სახით შეასრულონ და მოიტანონ თავიანთი თვალით დანახული ფიგურები - ნახატის, სურათის, მაკეტის, სლაიდის ან ნებისმიერი სხვა მათთვის სასურველი სახით.

სტუდენტური დღეები

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, შპს ,,მახინჯაურის ლიცეუმის“ პროფ.სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სპორტულ თამაშებში 8 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით. ვუსურვებთ წარმატებებს სტუდენტური დღეების მონაწილეებს.
სტუდენტური დღეების ფარგლებში 8 მაისს ჩატარებულ მინი-ფეხბურთში შპს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის და შპს ,,მახინჯაურის ლიცეუმის“ ერთობლივმა გუნდმა მოიპოვა მე-3 საპრიზო ადგილი.

ექსკურსია დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან მხარეში, სვანეთში

ექსკურსია დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან მხარეში, სვანეთში შპს ,,მახინჯაურის ლიცეუმის’’ მე-10ბ კლასის მოსწავლეების/პროფ.სტუდენტების მონაწილეობით 2017 წლის 6 – 7 მაისს, ,,გიორგობასთან’’ დაკავშირებით, დაიგეგმა და განხორციელდა ექსკურსია დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან მხარეში, სვანეთში. მოსწავლებმა მოინახულეს საქართველოს ეს ულამაზესი მთიანი რეგიონი კავაკასიაში და არა მარტო კავკასიაში, ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი დასახლებული ადგილი მთელ ევროპაში. სვანეთში დღემდე შემორჩენილია ხელშეუხებელი ბუნება, ძველი წეს-ჩვეულებები და ცხოვრების წესი. ხელუხლებად დგას “იუნესკო”-ს მიერ დაცული სვანების უძველესი საცხოვრებელი, მრავალსართულიანი, სვანური კოშკები და ეკლესიები. პირველ დღეს დაათვალიერეს მესტიის ეროვნული მუზეუმი, აქვე არსებული XIX ს-ის იტალიელი ფოტოგრაფის ვიტორიო სელას ფოტოექსპოზიცია, რომელიც ვიტორიო სელას შვილთაშვილმა მესტიის მუზეუმს საჩუქრად გადასცა. მ. ხერგიანის სახელობის მუზეუმი, მარგიანების კოშკი და მუზეუმი, მოილოცეს მესტიის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და ლაღამის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი. დღის ბოლოს გაისეირნეს ჰაწვალის საბაგიროებით. მეორე დღეს კი ეწვივნენ - უშგულს (ზღვის დონიდან 2200 მ-ზე მდებარე ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლება). დაათვალიერეს უშგულის ეროვნული და თიკანაძის სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმები, ლატალის მაცხოვრის სახელობის ტაძარი. დააგემოვნეს ადგილობრივი კუბდარი და დასტკბდნენ უშბის ხედებით და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. მოსწავლეები და პედაგოგები მადლობას უხდიან ლიცეუმის დირექტორს: ქალბატონ ლ. ხვედელიძეს შინაარსიანი და საინტერესო გასვლითი ორდღიანი ექსკურსიის განხორციელებისათვის

27 აპრილი, 2017 წელი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავის საიუბილეო დღესთან დაკავშირებით შპ ს ,,მახინჯაურის ლიცეუმის” მოსწავლეები და მასწავლებლები მიწვეული იყვნენ 27 აპრილს 15 საათზე სსიპ აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ფონდში დაცული საეკლესიო სამოსელისა და ნივთების გამოფენაზე. მოსწავლეებმა მოისმინეს საეკლესიო საგალობლები, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

საბუნებისმეტყველო საგნების კვირეული

დედამიწის დღესთან დაკავშირებით ლიცეუმში 2017 წლის 20 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით ჩატარდა მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების კათედრის კვირეული ,,დედამიწა ჩვენი პლანეტაა”. მიზანი: გავამტკიცოთ მოსწავლეთა წარმოდგენა ეკოლოგიური პრობლემების შესახებ და გამოვუმუშაოთ მათი თავიდან აცილების უნარ-ჩვევები.

20. 04. 2017 წ. კვირეულის გახსნა

– დედამიწის დღესთან დაკავშირებით მომზადებული ჟურ- ნალის პრეზენტაცია პოვერ პოინტში.
მასწავლებელი: მ.აბულაძე
X კლასის მოსწავლეები

21.04. 2017 წ.


1. ვიქტორინა ,,დედამიწა-ჩვენი სახლია”;
2. ლექცია-სემინარი ,,22 აპრილი - დედამიწის დღე”
მასწავლებელი: მ.აბულაძე
X-XI კლასის მოსწავლეები

24.04.17 წ.


1. 22 მარტი - წყლის საერთაშორისო დღე
2. შემეცნებითი ფილმის ,,წყლის“ ჩვენება
მასწავლებელი: მ.აბულაძე ე.შავაძე
X-XI კლასის მოსწავლეები

25.04. 2017 წ.


1 პრეზენტაცია - გაკვეთილი ,,წყალი -სიცოცხლის წყაროა ”
2.დოკუმენტური ფილმის ,,წყლის საიდუმლოს“ ჩვენება
მასწავლებელ : მ.აბულაძე,
ე.შავაძე,.რ.ჯაფარიძე
X-XI კლასის მოსწავლეები

26.04.17 წ.

1. სლაიდ-შოუ ,,წყლის სილამაზე“ ”
2. ვიქტორინა ,,წყლის საიდუმლო“

3. გაზეთის ,,22 აპრილი-დედამიწის დღეა“ პრეზენტაცია



მასწავლებელ: მ.აბულაძე, შავაძე, ნ.ტაკიძე,
ვ.ბაძაღუა, რ.ჯაფარიძე
X-XI კლასის მოსწავლეები

27.04. 2017 წ. ინტეგრირებული გაკვეთილი

ისტორიის, ქიმიისა და მათემატიკის მხიარულთა და საზრიანთა ტურნირი
მასწავლებელი: ვ.ბაძაღუა,ე.შავაძე, მ.აბულაძე, ნ. ტაკიძე
X-XI კლასის მოსწავლეები

28.04.17 წ. კვირეულის დახურვა.

ღია გაკვეთილი ფიზიკაში ,, ელექტრომაგნიტური ინდუქცია“
მასწავლებელი : მ.აბულაძე,

05 აპრილი, 2017 წელი

გეოგრაფიის მასწავლებელმა ეკატერინე სირაბიძემ Xა კლასში ჩაატარა ურთიერთდასწრების გაკვეთილი თემაზე: ჩრდილოეთი ევროპა. მოსწავლეებს მომზადებული ჰქონდათ დასავლეთი და ცენტრალური ევროპის მონაცემები დიაგრამებისა და ცხრილების სახით. მასწავლებელმა გამოიყენა ინტერაქციის ფორმები: ინდივიდუალური და კოლაბორაციული.

03 აპრილი, 2017 წელი

ისტორიის მასწავლებელმა ნინო სამხარაძემ Xბ კლასში ჩაატარა ინტერაქტიული მეთოდით, კერძოდ, ლექცია პრობლემის დასმით, ღია გაკვეთილი თემაზე: "ახალი დროის ევროპელი მოგზაურები“. პრეზენტაციის სახით გაეცნენ ევროპელი მოგზაურების ჩანახატებს, ჩანაწერებს, რომლებმაც სრული წარმოდგენა შეუქმნა მოსწავლეებს იმდროინდელი საქართველოს ეკონომიკურ-კულტურულ-გეოგრაფიულ და ეთნოგრაფიულ მდგომარეობაზე. ტრიადებში იმუშავეს წყაროებზე, ახალ მასალებზე და გააკეთეს ევროპელი მოგზაურების მოღვაწეობის მნიშვნელობის შეფასება.

31 მარტი, 2017 წელი

მათემატიკის მასწავლებელმა ვახტანგ ბაძაღუამ ინტერაქტიული მეთოდით XII2 კლასში ჩაატარა ურთიერთდასწრების გაკვეთილი თემაზე: ,,ლოგარითმის თვისებები". გაკვეთილის მიზანი: 1. მოსწავლეების ცოდნის გამეორება ლოგარითმზე, მის თვისებებზე. 2. ლოგარითმული განტოლების ამოხსნის ხერხების შესწავლა და მათი განმტკიცება. სწავლების მეთოდი – აქტიური ლექცია, განტოლებების ამოხსნა ლოგარითმის განმარტების გამოყენებით.

22 მარტი, 2017 წელი

ბიოლოგიის მასწავლებელმა ეთერ შავაძემ ინტერაქტიული მეთოდით X2 კლასში ჩაატარა ურთიერთდასწრების გაკვეთილი თემაზე: ,, ენდოკრინული სისტემა". გაკვეთილის მიზანი – შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების გაცნობა და მათი გავლენა ორგანიზმის ჰუმორულ რეგულაციაზე. სხვადასხვა პათოლოგიების განვითარება ჰორმონალური დარღვევების დროს. გაკვეთილზე მუშაობის ფორმები: ინდივიდუალური, წყვილებში.

14 თებერვალი, 2017 წელი

2017 წლის 11-24 თებერვალის ჩათვლით, ბელორუსიის ქალაქ მინსკში ტარდება ერთობლივი საერთაშორისო საწვრთნო შეკრება ტაეკვონდოში, სადაც მონაწილეობის მისაღებად მიწვეულია აჭარის ნაკრების წევრი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ლიცეუმის Xბ კლასის მოსწავლე რამაზ წუწუნავა. აღნუშნული შეკრება მნიშვნელოვანია რამაზისთვის, ვუსურვებთ წარმატებებს!

08 თებერვალი, 2017 წელი

დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით შპს „მახინჯაურის ლიცეუმის“ მასწავლებლების: ნინო სამხარაძისა და ანჟელა ჯაყელის ხელმძღვანელობით მე-10 და მე-11 კლასებში ჩატარდა ლექცია-სემინარი. ამ დღესთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრასთან არსებული კლუბის ,,დემოკრატების“ წევრებმა გამოსცეს ესთეტიკურად გაფორმებილი გაზეთი ,,ძლევაი საკვირველი“.

03 თებერვალი, 2017 წელი

2017 წლის 21-27 თებერვალს, ქალაქ სესტო-სან ჯოვანიში (იტალია) ტარდება საერთაშორისო შეჯიბრი სინქრონულ ფიგურულ სრიალში ,,Sprin Gup2017“, სადაც ლიცეუმის XIIა კლასის მოსწავლე, ამასთანავე ა(ა)იპ ბათუმის სპორტული ცენტრის ფიგურული სრიალის სინქრონული გუნდის წევრი, თამუნა ლომაძე მიემგზავრება მონაწილეობის მისაღებად. ვუსურვებთ წარმატებებს!

შპს ,,მახინჯაურის ლიცეუმი" გილოცავთ შობა–ახალ წელს!

30დეკემბერი, 2016 წელი

2016 წლის 30დეკემბერს, შპს ,,მახინჯაურის ლიცეუმში“ მოეწყო საშობაო-საახალწლო საღამო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ა.ჯაყელის ინიციატივითა და ისტორიის მასწავლებელ ნ.სამხარაძის თანადგომით. საახალწლო საღამოში მონაწილეობდნენ ლიცეუმის X- XII კლასის მოსწავლეები, რომლებმაც წარმოადგინეს საკუთარი შემოქმედება, შესაძლებლობები და უნარები, საღამო გაახალისეს გასართობი, მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით. მოსწავლეებმა შესრულეს ნომრები ელექტრონულ და კლასიკურ გიტარაზე, კლასიკურ ჩონგურზე, წარმოადგინეს ხალხური ცეკვები „აფხაზური“ და „აჭარული“, მხატვრულად წაიკითხეს ზურა სალუქვაძის, ლადო ასათიანის, ზურაბ გორგილაძის ლექსები, დადგეს გასართობი იუმორისტული ნომრები, რამაც გაახალისა მოწვეული სტუმრები. აღნიშნულმა საღამომ დადებითი მუხტი შეიტანა სასკოლო ცხოვრებაში, ხელი შეუწყო მოსწავლეთა მოტივირებას და მათში ესთეტიკური განცდების განვითარებას, აუმაღლა თვითშეფასება. მოსწავლეებმა გამოხატეს აზრი რომ საღამოების ხშირად ჩატარება გაახალისებს სასწავლებლის ყოველდღიურობას.

24 ნოემბერი, 2016 წელი

22 ნოემბერს სააქტო დარბაზში საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელობით ჩატარდა "გიორგობისადმი" მიძღვნილი ლექცია-სემინარი. მოსწავლეებმა მოამზადეს და წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, რომლებშიც ასახული იყო წმინდა გიორგის ცხოვრება და მოღვაწეობა. ამ დღესთან დაკავშირებით გამოიცა კედლის გაზეთი: ,,გფარავდეთ წმინდა გიორგის მადლი", რომელიც მოამზადეს და ესთეთიკურად გააფორმეს კლუბ ,,დემოკრატების” წევრებმა. ამ დღესთან დაკავშირებით, 23 ნოემბერს, ისტორიის მასწავლებელმა ნინო სამხარაძემ და ქართულის მასწავლებელმა ანჟელა ჯაყელმა მე-10 კლასის მოსწავლეებთან ერთად მოაწყვეს ღია-გასვლითი გაკვეთილი ახალშენის ახლად აგებულ სამების ტაძარში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს და მოილოცეს წმინდა ადგილი, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

31 ოქტომბერი, 2016 წელი

შპს ,,მახინჯაურის ლიცეუმში” საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მათემატიკის კათედრასთან არსებული ეკოლოგიის წრე, შავი ზღვის დაცვის დღესთან დაკავშირებით, 2016 წლის 31 ოქტომბრიდან 04 ნოემბრამდე ატარებს საგანმანათლებლო კვირეულს.
კვირეულის გეგმა:
1. ა) 31 ოქტომბერი - ფოიეში დამონტაჟებულ მონიტორზე ვიდეო- რგოლების ჩვენება;
ბ) კედლის გაზეთის გამოცემა;
2. 01 ნოემბერი - საკონფერენციო დარბაზში მინი-ლექციის, სხვადასხვა პრეზენტაციებისა და მოხსენებების წარდგენა წრის წევრებისა და ხელმძღვანელის მიერ;
3. 03 ნოემბერი - სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიის, კერძოდ, ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავება.

13 ოქტომბერი, 2016 წელი

შ.პ.ს. ''მახინჯაურის ლიცეუმის'' მე–10 და მე–11 კლასებში ისტორიის მასწავლებელმა ნინო სამხარაძემ ჩაატარა ლექცია-სემინარი სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულთან დაკავშირებით. სემინარის მიზანი იყო წარმოჩენილიყო ქართლის მოქცევა ქრისტეს რჯულზე და სვეტიცხოველი, როგორც ადგილი წმინდა კვართისა და სიმბოლო ქრისტიანობისა. ამ დღესთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრასთან არსებულმა კლუბის ,,დემოკრატების“ წევრებმა გამოსცეს ესთეტიკურად გაფორმებული და საინტერესო ინფორმაციის შემცველი კედლის გაზეთი.

29 სექტემბერი, 2016 წელი

შპს ,,მახინჯაურის ლიცეუმში“ გაიმართა ღია ლექცია, რომელიც მიეძღვნა სოხუმის დაცემის 23-ე წლისთავს. პრეზენტაცია თემაზე ,, აფხაზეთი ჩვენი ტკივილია“ წარმოადგინა ბნსუ-ს პროფესორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ნაირა ტაბიძემ. პრეზენტაციას დაესწრო ლიცეუმის მე-10 და მე-12 კლასის/ ჯგუფის მოსწავლეები/პროფ. სტუდენტები და პედაგოგები. პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

15 სექტემბერი, 2016 წელი

შპს ,,მახინჯაურის ლიცეუმში“ გაიმართა საზეიმო ღონისძიება ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით. ადმინისტრავიის წარმომადგენლებმა მიულოცეს მოსწავლეებს/ პროფ სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება და უსურვეს წარმატებები.

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

შპს ,,ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსირტეტის“ - აბიტურიენტთა მომზადების ცენტრი აცხადებს მიღებას 2016-2017 სასწავლო წლისათვის. ცენტრში მიიღებიან XI-XII კლასის მოსწავლეები, რომლებსაც ვთავაზობთ, როგორც მომზადების სრულ პაკეტს, ასევე არჩევით ნებისმიერ საგანს. მოსამზადებელი ცენტრი გთავაზობთ: საუკეთესო სასწავლო გარემოს, კვალიფიციურ პედაგოგებს, სწავლების მაღალ ხარისხს . უზრუნველყავი შენი მომავალი! ისწავლე ჩვენთან! დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ მისამართზე: ბათუმი, მახინჯაური, თამარ მეფის გამზირი 38. საკონტაქტო ტელ: 29 23 23; 29 26 26; 593 36 96 78 ( ნაირა ტაბიძე).

27 მაისი, 2016 წელი

შპს ,,მახინჯაურის ლიცეუმის“ ისტორიის მასწავლებლებმა: ნინო სამხარაძემ და მაყვალა გოგუამ მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარეს გასვლითი, ღია გაკვეთილი ხარიტონ ახვლედიანის სახელობის ბათუმის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. მუზეუმის ისტორიის განყოფილების გამგე, ა. ჯიბლაძე, მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს პირველი მთავრობის მოღვაწეობის, დამოუკიდებლობის დეკლარაციის და პირველი კონსტიტუციის მნიშვნელობის შესახებ. თემატური გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმი, სტენდი, რომელიც მიეძღვნა 26 მაისს. გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

13 მაისი, 2016 წელი

შპს ,,მახინჯაურის ლიცეუმის’’ საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრმა, მაყვალა გოგუამ, რომელიც არის აჭარის ხ. ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეცნიერ-მუშაკი, X-XI კლასის მოსწავლეებს ჩაუტარა ლექცია-სემინარი თემაზე: ,,ანდრია პირველწოდებულის შემოსვლა აჭარაში და პირველი მქადაგებლები“.

შ.პ. ს. ,,მახინჯაურის ლიცეუმში" ჩატარდა მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების საგანმანათლებლო კვირეული - ხელმძღვანელი მ. აბულაძე

ამოცანები:
1. გავამტკიცოთ მოსწავლეთა წარმოდგენა ეკოლოგიური პრობლემების შესახებ და გამოვუმუშაოთ მათი თავიდან აცილების უნარ-ჩვევები;
2. მოსწავლეთა შემოქმედებითი და დაკვირვების უნარების განვითარება .
18.04.2016 წ.
კვირეულის გახსნა
1. 22 მარტი წყლის საერთაშორისო დღე“
2. ფილმის ,,წყალი“ ჩვენება“
ფიზიკის მასწავლებელი: მ. აბულაძე
მათემატიკის მასწავლებელი: ვ. ბაძაღუა, ნ. ხაზარაძე
ქიმიის მასწავლებელი: რ. ჯაფარიძე
ბიოლოგიის მასწავლებელი: ნ. დავითაძე
X-XI კლასის მოსწავლეები.
19.04. 2016 წ.
1. პრეზენტაცია გაკვეთილი ,, წყალი -სიცოცხლის წყარო“;
2. დოკუმენტური ფილმი ,,წყლის საიდუმლო“ ჩვენება.
ფიზიკის მასწავლებელი: მ. აბულაძე
ბიოლოგიის მასწავლებელი: ნ. დავითაძე
X-XI კლასის მოსწავლეები
20.04. 2016 წ.
1. სლაიდ შოუ ,,წყლის სილამაზე“;
2. ვიქტორინა ,,წყლის საიდუმლო“;
3. მათემატიკის გაზეთის ,,მათემატიკური ქრონიკა“ პრეზენტაცია.
ფიზიკის მასწავლებელი: მ.აბულაძე
მათემატიკის მასწავლებელი: ნ. ხაზარაძე
X-XI კლასის მოსწავლეები
21.04. 2016 წ.
დედამიწის დღესთან დაკავშირებული ჟურნალის ,,22 აპრილი -დედამიწის დღე“ პრეზენტაცია.
ფიზიკის მასწავლებელი: მ.აბულაძე
X-XI კლასის მოსწავლეები
22.04.2016 წ.
1. ვიქტორინა ,,დედამიწა ჩვენი სახლი“;
2. პრეზენტაცია გაკვეთილი ,, დედამიწა-ჩვენი სახლი“;
3. ღია გაკვეთილი ,,ელექტრომაგნიტური ინდუქციის მოვლენა“.
ფიზიკის მასწავლებელი: მ.აბულაძე მათემატიკის მასწავლებელი: ვ.ბაძაღუა X-XI კლასის მოსწავლეები
25.04.2016 წ.
ინტეგრირებული გაკვეთილი ფიზიკასა და ინგლისურ ენაში: ,,ფრენა სიზმარში და ცხადში“.
ფიზიკის მასწავლებელი: მ.აბულაძე
ინგლისური ენის მასწავლებელი: ი. ვერულიძე
Xა-Xბკლასის მოსწავლეები
26.04.2016 წ.
1. ინტეგრირებული გაკვეთილი ,,ისტორიის, ქიმიისა და მათმატიკის მხიარულთა და საზრიანთა ტურნირი;
2. კვირეულის შედეგების შეჯამება.
ფიზიკის მასწავლებელი: მ.აბულაძე
მათემატიკის მასწავლებელი: ვ. ბაძაღუა, ნ. ხაზარაძე
ქიმიის მასწავლებელი: რ. ჯაფარიძე
ბიოლოგიის მასწავლებელი: ნ. დავითაძე
ისტორიის მასწავლებელი: მ. გოგუა
X-XI კლასის მოსწავლეები

მოსწავლეთა საყურადღებოდ!

2015-2016 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების (მე -11 , მე -12 კლასი) ჩატარების განრიგი

14 აპრილი, 2016 წელი

დედაენის დღესთან დაკავშირებით ლიცეუმში გამოიცა კედლის გაზეთი სახელწოდებით: ,,საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ!“ გაზეთი მოამზადა და ესთეტიკურად გააფორმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ანჟელა ჯაყელმა.

04 აპრილი, 2016 წელი

შპს ,,მახინჯაურის ლიცეუმის“ თვითმმართველობის წევრებმა ბიოლოგიის მასწავლებლის ნ. დავითაძის ხელმძღვანელობით აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღესთან დაკავშირებით გამოსცეს კედლის გაზეთი ,,აუტიზმის გასაღები სიყვარულია“. Xა და Xბ კლასებში მოსწავლეებმა მოისმინეს ლექცია-სემინარი: რა არის აუტიზმი და შეიძლება თუ არა დავეხმაროთ აუტიზმის მქონე ბავშვებს და როგორ?

1 აპრილი, 2016 წელი

შპს „მახინჯაურის ლიცეუმის“ საგანგებო შტაბის წევრებს, რომლებმაც სრულად გაიარეს ტრენინგ-კურსი - 20 საკონტაქტო საათი, გადაეცათ „ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება“ (ინკლუზიური განათლების კონტექსტის გათვალისწინებით) გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები. პროგრამა მოამზადა ორგანიზაციამ „გადავარჩინოთ ბავშვები“ და განხორციელდა აჭარის განათლების ფონდის ბათუმის მასწავლებლის სახლის ორგანიზებით. საზეიმო ვითარებაში პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს: აჭარის განათლების ფონდის ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილემ - ლალი ლომთათიძემ, აჭარის არ საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებმა - რამაზ დიასამიძემ და ავთანდილ ცეცხლაძემ, ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორმა - ხატია ბერიძემ.

23 მარტი, 2016 წელი

შპს ,,მახინჯაურის ლიცეუმის“ მათემატიკის მასწავლებელმა ვ. ბაძაღუამ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით XIა კლასში ჩაატარა ურთიერთდასწერების გაკვეთილი თემაზე: ,,ლოგარითმის თვისებები". ინდივიდუალური მუშაობით, ამოცანების ამოხსნით, ფრონტალური გამოკითხვით განხორციელდა შემდეგი მისაღწევი შედეგი: ნამდვილ რიცხვებზე მოქმედებების, მათ შორის ხარისხისა და ლოგარითმის შემცველი გამოსახულებების გამარტივება და მისი მნიშვნელობის პოვნა.

23 მარტი, 2016 წელი

შპს ,,მახინჯაურის ლიცეუმის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ანჟელა ჯაყელმა XIბ კლასში ჩაატარა ურთიერთდასწრების გაკვეთილი თემაზე: ვაჟა-ფშაველა ,,ალუდა ქეთელაური“ პიროვნება და საზოგადოება ( მთის ტრადიცია და ალუდას მეტამორფოზა). გაკვეთილის მიზანი იყო სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით. გაკვეთილის აქტუალურობა - ხელი შეუწყოს მოსწავლეთა შორის დაკვირვების, მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების, კვლევა-ძიების, თავისუფალი აზროვნების უნარების განვითარებას. ტოლერანტობის სულისკვეთების აღზრდას. საზოგადოებაში დამკვიდრების, საკუთარი მრწამსისა და ღირებულებების დაცვის უნარების გამომუშავებას.

21 მარტი, 2016 წელი

მოსწავლეთა საყურადღებოდ!
2016 წლის 28 მარტს ჩატარდება შიდა ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში. მსურველებმა მონაწილეობისათვის რეგისტრაცია გაიარეთ ლიცეუმის ტექნოლოგიურ და საკომუნიკაციო სამსახურის უფროსთან ზურაბ ბაძაღუასთან.

21 მარტი, 2016 წელი

შპს ,,მახინჯაურის ლიცეუმის“ ბიოლოგიის მასწავლებელმა ნაზი დავითაძემ მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლებს ჩაუტარა ლექცია-სემინარი თემაზე: 21 მარტი – დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. სემინარის მიზანი იყო ისეთი აქტივობებისა და ღონისძიებების წახალისება, რომელიც მიმართულია დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ამ სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისკენ. ამ დღესთან დაკავშირებით გამოიცა კედლის გაზეთი: ,,მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“, რომელიც მოამზადეს და ესთეტიკურად გააფორმეს ფიზიკის წრის წევრებმა.

09 მარტი, 2016 წელი

შპს ,,მახინჯაურის ლიცეუმის’’ პედაგოგებმა: ია ვერულიძემ, მზევინარ ძირკვაძემ და გიული ბერიძემ ლიცეუმის ყველა კლასში ჩაატარეს კლასსაათი თემაზე: ,,ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირება“. კლასსაათის თემა იყო: ,,რა უნდა ვიცოდე მიწისძვრის შესახებ, რათა ვიყო დაცული“. გაკვეთილის გეგმაში გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები: მიწისძვრის საფრთხის ამოცნობა, მიწისძვრის გაჩენამდე, მის დროს და შემდეგ მოქმედებების დემონსტრირება. გაცნობილი მასალიდან გამომდინარე დაგეგმილია იმიტირებული ევაკუაციის პროცესის მოწყობა ლიცეუმის თანამშრომლებისა და მოსწავლეების მონაწილეობით.

07 მარტი, 2016 წელი

ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებასთან დაკავშირებული საკითხების განათლებაში ინტეგრირებას ეხებოდა შპს ,,მახინაჯაურის ლიცეუმში’’ 5-6 მარტს ჩატარებული ტრენინგი თემაზე: ,,ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება ინკლუზიური განათლების კონტექსტში“. სკოლის მოსწავლეების ბუნებრივი კატასტროფებისათვის მზაობის საკითხებს კოორდინაცია გაუკეთეს ბათუმის მასწავლებელთა სახლიდან მოწვეულმა ტრენერებმა: ხათუნა ლორთქიფანიძემ და ლუიზა რევიშვილმა. ტრენინგის მიზანი იყო თუ როგორ უზრუნველვყოთ მოზარდების უსაფრთხოება ბუნებრივი კატასტროფების დროს. სამომავლო გეგმა ითვალისწინებს ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების საკითხების შემდგომ ინტეგრირებას საგანმანათლებლო პროცესებში, როგორც პოლიტიკის შემუშავების, ასევე პრაქტიკის დონეზეც.

04 მარტი, 2016 წელი

ლიცეუმის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი უცხოენოვანი კლასსაათი თემაზე: ,,Мама разные нужны! Мамы всякие важны!”. კლასსაათის მიზანი იყო მოსწავლეებში დედისადმი პატივისცემისა და დაფასებისა უნარ-ჩვევების გამტკიცება. აღნიშნული ღონისძიება უცხო ენათა კათედრის უშუალო ხელმძღვანელობით მომზადდა. გაფორმებული იყო მე-10 კლასის მოსწავლეების მიერ მომზადებული საინტერესო და მიმზიდველი ვიდეო-კოლაჟებით.

25 თებერვალი, 2016 წელი

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით 26 თებერვალს შპს ,,მახინჯაურის ლიცეუმის’’ მე-12ა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე: ,,25 თებერვალი საქართველოს ანექსიის დღეა“. ღონისძიების მონაწილე მოსწავლეებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი, თუ როგორ შემოვიდა საქართველოში მე-11 წითელი არმია. დაწვრილებით წარმოადგინეს ქართველი იუნკრების ბრძოლა ოკუპანტების წინააღმდეგ. პედაგოგებმა: მ. გოგუამ და ნ. სამხარაძემ ისაუბრეს ქართველი გენერლების გ. მაზნიაშვილისა და გ. კვინიტაძის დამსახურების შესახებ, ნოე ჟორდანიას მთავრობის შეცდომებზე. განსაკუთრებული ყურადღება მოსწავლეების მხრიდან გამახვილდა იმ გეგმაზე, რომელიც შეიმუშავეს ბოლშევიკებმა საქართველოს დასაპყრობად. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია: სტალინის და ორჯონიკიძის როლზე საქართველოს ანექსიაში, რუსეთის მიზნებსა და ოსმალი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლებზე.

19 თებერვალი, 2016 წელი

შპს ,,მახინჯაურის ლიცეუმის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მზევინარ წულუკიძემ Xა და Xბ კლასებში ჩაატარა ურთიერთდასწრების გაკვეთილი თემაზე: შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი“ ნაწყვეტი თავიდან ,,წასვლა ავთანდილისაგან ნესტან-დარეჯანის საძებრად და ქარავანთან შეყრა“. გაკვეთილის მიზანი იყო ძველი ქართული ლიტარატურის ტექსტებზე მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება. გაკვეთილი დამთავრდა პრეზენტაციის სახით მომზადებული შოთა რუსთაველის ნაწარმოებზე შექმნილი ილუსტრაციების ჩვენებით.

15 თებერვალი, 2016 წელი

შპს ,,მახინჯაურის ლიცეუმის“ საკონფერენციო დარბაზში მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს/პროფ. სტუდენტებს მოწვეულმა სტუმარმა, შ.პ.ს. ,,მათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის’’ ლექტორ-მასწავლებელმა, შორეული ნაოსნობის კაპიტანმა დურსუნ ცინცაძემ ესაუბრა შორეული ნაოსნობის შესახებ, გაიხსენა მაგალითები თავისი ცხოვრებიდან, აუხსნა თუ რატომ არის მიმზიდველი, ექსტრემალური და საინტერესო მეზღვაურის პროფესია. შეხვედრის დასასრულს შორეული ნაოსნობის კაპიტანმა დურსუნ ცინცაძემ პასუხები გასცა მოსწავლეების/პროფ. სტუდენტების შეკითხვებს.

12 თებერვალი, 2016 წელი

Xა და Xბ კლასების დამრიგებლებმა ჯულიეტა ფერაძემ და გიული ბერიძემ საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელთან ნინო სამხარაძესთან და ისტორიის მასწავლებელთან ერთად მოაწყვეს ექსკურსია ბათუმის არქეოლოგიის მუზეუმში. მოსწავლეებმა/პროფ. სტუდენტებმა დააათვალიერეს საინტერესო ექსპონატები/არტეფაქტები და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

10 თებერვალი, 2016 წელი

დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით შპს „მახინჯაურის ლიცეუმის“ საზოგადოებათმცოდნეობის კათედრასთან არსებულმა კლუბ ,,თავისუფლების“ წევრებმა, ნინო სამხარაძისა და მაყვალა გოგუას ხელმძღვანელობით საკონფერენციო დარბაზში ჩაატარეს ლექცია-სემინარი თემაზე ,,დავითობა“ მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს XI საუკუნის 80–იანი და XII საუკუნის 20–იანი წლების საქართველოს ისტორიის, დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი ლალი ხვედელიძე, ლიცეუმის პედაგოგები და მოსწავლეები. ამ დღესთან დაკავშირებით 09 თებერვალს კლუბმა გამოსცა გაზეთი, რომელიც მოამზადეს და ესთეტიკურად გააფორმეს კლუბის წევრებმა.

23 იანვარი, 2016 წელი

შპს ,,მახინჯაურის ლიცეუმის“ დირექტორის ინიციატივითა და ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელობით განათლებისა და სამართლის საერთაშორისო ცენტრიდან მოწვეულმა სპეციალისტმა ნინო მახარაშვილმა ლიცეუმის პედაგოგებს 23 და 24 იანვარს ჩაუტარა ტრენინგი შემდეგ თემებზე: პროფესიული განვითარების სქემის არსი, სქემის კატეგორიების მახასიათებლები, პედაგოგის ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა, გეგმის პლუსები და მინუსები, გაკვეთილის დაგეგმვა, ანალიზი, შეფასება, უკუკავშირი, სამოდელო გაკვეთილის ტიპები. საზეიმო ვითარებაში მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

14 დეკემბერი, 2015 წელი

14 დეკემბერს, 14 საათზე, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ბნსუ-ს პროფესორმა, ისტორიკოსმა, ქალბატონმა ნაირა ტაბიძემ ლიცეუმის მე-12 კლასის მოსწავლეებს/პროფ. სტუდენტებს ჩაუტარა საჯარო ლექცია თემაზე ,,საბრძოლო სტრატეგია და ტაქტიკა ძველ საქართველოში".

7 დეკემბერი, 2015 წელი

2015 წლის 7 დეკემბრიდან იწყება და 9 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება შიდა ჩემპიონატი შ.პ.ს. ,,მახინჯაურის ლიცეუმის“ X –XI – XII კლასის მოსწავლეებს შორის მაგიდის ჩოგბურთში. გამარჯვებული სპორტცმენები მიიღებენ მონაწილეობას ფინალურ ჩემპიონატში, რომელიც გაიმართება 2016 წლის მარტის თვეში.

01 დეკემბერი, 2015 წელი

ისტორიის მასწავლებელმა მაყვალა გოგუამ მე–10ა კლასში ჩაატარა გასვლითი ღია გაკვეთილი ბათუმის არქეოლოგიის მუზეუმში თემაზე: არქეოლოგია და ნუმიზმატიკა-ისტორიის დამხმარე დისციპლინები. მოსწავლეებმა მუზეუმში დაათვალიერეს არტეფაქტები, რომელიც მოპოვებულია აჭარის ტერიტორიაზე. დმანისის არქეოლოგიური გათხრების შესახებ მოსწავლეებს ესაუბრა მუზეუმის დირექტორი ამირან კახიძე. მოსწავლეები გაეცნენ კოლხური თეთრის ისტორიას.

26 ნოემბერი, 2015 წელი

ისტორიის მასწავლებელმა ნინო სამხარაძემ მე–12ა მე–12გ და კლასში ჩაატარა ურთიერთდასწრების პრეზენტაცია გაკვეთილი თემაზე: პირველი მსოფლიო ომის დასაწყისი. გაკვეთილის მიზანი იყო: მე-19-მე-20 საუკუნის მიჯნაზე პოლიტიკური გაერთიანებების/ბლოკების შექმნის გამომწვევი მიზეზები და მიზნები. მოსწავლეებმა ისაუბრეს მე-20 საუკუნის დასაწყისში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობაზე, შეაფასეს ცენტრალური სახელმწიფოებისა და ანტანტის მიზნებსა და ზრახვებზე, ისაუბრეს პირველი მსოფლიო ომის დაწყების საბაბზე.

25 ნოემბერი, 2015 წელი

2015 წლის 25 ნოემბრიდან იწყება 27 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება შიდა ჩემპიონატი შ.პ.ს. ,,მახინჯაურის ლიცეუმის“ X –XI – XII კლასის მოსწავლეებს შორის კალათბურთში. გამარჯვებული სპორტცმენები მიიღებენ მონაწილეობას ფინალურ ჩემპიონატში, რომელიც გაიმართება 2016 წლის თებერვლის თვის ბოლოს.

23 ნოემბერი, 2015 წელი

ლიცეუმის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელმა მზევინარ ძირკვაძემ და ფასილიტატორმა ვახტანგ ბაძაღუამ პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ ლიცეუმის მასწავლებლებს გააცნეს მასწავლებლის მიერ თვითშეფასების კითხვარის შევსების ინსტრუქცია და ვადები.

20 ნოემბერი, 2015 წელი

20 ნოემბერს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ანჟელა ჯაყელმა მოამზადა და ესთეტიკურად გააფორმა გიორგობასთან დაკავშირებით კედლის გაზეთი, რომლებშიც ასახული იყო წმინდა გიორგის ცხოვრება და მოღვაწეობა.

17ნოემბერი, 2015 წელი

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მზევინარ ძირკვაძემ მე–12ა კლასში ჩაატარა ურთიერთდასწრების გაკვეთილი თემაზე: ნ. ლორთქიფანიძე, ,,შელოცვა რადიოთი’’. გაკვეთილის მიზანი იყო: ა) ეპოქის პოლიტიკური მოვლენები და მისი შედეგების მნიშვნელობა ქართველი ერისათვის. ბ) ელის ცხოვრების აღწერა და მისი პერსონიფიცირება ქართულ არისტოკრატიასათან. გ) ელის ტრაგედიის მიზეზები, ზოგადად ქართველი ემიგრანტების, კერძოდ კი, ქართველი თავად–აზნაურობის ნოსტალგია სამშობლოსადმი. მოსწავლეებმა შეადგინეს ცხრილები და დიაგრამები პერსონაჟთა უკეთ გაცნობის მიზნით.

29 ოქტომბერი, 2015 წელი

შპს ,,მახინჯაურის ლიცეუმის’’ საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელის ნინო სამხარაძის ინიციატივით 2015 წლის 29 ოქტომბერს მოეწყო გასვლითი ღია გაკვეთილი X1 კლასის მოსწავლეებისათვის არქეოლოგიის მუზეუმში. მოსწავლეები შეხვდნენ პროფესორ ამირან კახიძეს. მოისმინეს ლექცია - სემინარი თემაზე: ქართული ნუმიზმატიკა. მოსწავლეებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

25 ოქტომბერი, 2015 წელი

შპს ,,მახინჯაურის ლიცეუმის’’ საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელის ნინო სამხარაძისა და XI კლასის მოსწავლეების ინიციატივით მოეწყო ექსკურსია 2015 წლის 24 – 25 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოში, მარშრუტი ,,ყაზბეგი - მცხეთა’’. მოსწავლეებმა მოინახულეს და მოილოცეს გერგეტის წმინდა სამების ეკლესია. ეწვივნენ ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმს. მოიხიბლნენ აღმოსავლეთის მთის, ხევის ულამაზესი ბუნებით. ექსკურსია დასრულდა მცხეთის და ჯვრის ეკლესიების მონახულებით. მოსწავლეებმა გადაიღეს სამახსოვრო სურათები.

22 ოქტომბერი, 2015 წელი

2015 წლის 22 ოქტომბრიდან იწყება შეჯიბრება ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და შ.პ.ს. ,,მახინჯაურის ლიცეუმის“ მოსწავლეებს შორის ფეხბურთში თამარის დასახლების, დევნილების რაიონის, აფხაზეთის ქუჩაზე არსებულ სპორტულ მოედანზე.

18ოქტომბერი, 2015 წელი

2015 წლის 18 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება შეჯიბრება ფეხბურთში ლიცეუმის კლასებს შორის. მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაციისათვის მიმართეთ სპორტის მასწავლებელს ა.აგამიანს.

14ოქტომბერი, 2015 წელი

ლიცეუმის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელმა მზევინარ ძირკვაძემ პედაგოგებს გააცნო ,,მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტი“ და ,,სქემაში ჩართვის მოდელი“.

10ოქტომბერი, 2015 წელი

შპს ,,მახინჯაურის ლიცეუმის’’ საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელის მიერ 2015 წლის 10 – 11 ოქტომბერს 14 ოქტომბერთან, ‘’ მცხეთობასთან’’ დაკავშირებით დაიგეგმა და განხორციელდა ექსკურსია აღმოსავლეთ საქართველოში. მოსწავლეებმა მოინახულეს და მოილოცეს ბოდბეს წმინდა ნინოს ეკლესია; დაათვალიერეს დავით - გარეჯის წმინდა ბერების ქალაქ - კომპლექსი; მოინახულეს ყვარელში ილია ჭავჭავაძის, ერეკლე II-ის სახლ-მუზეუმები. ნეკრესის, გრემის, ალავერდის ტაძრები. ექსკურსია დასრულდა მცხეთაში - სვეტიცხოვლის მონახულებით. მოსწავლეებმა გადაიღეს სამახსოვრო სურათები. მოსწავლეები და პედაგოგები მადლობას უხდიან ლიცეუმის დირექტორს: ქალბატონ ლ. ხვედელიძეს შინაარსიანი და საინტერესო გასვლითი ორდღიანი ექსკურსიის განხორციელებისათვის.

02 აპრილი, 2015 წელი

02 აპრილს, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელობით მეათე კლასებში ჩატარდა ლექცია-სემინარი თემაზე ,,2 აპრილი - აუტიზმის ცნობადობის გაზრდის დღე". ამ დღესთან დაკავშირებით გამოიცა კედლის გაზეთი: ,,აუტიზმი - XXI საუკუნის დაავადება", რომელიც ესთეთიკურად გააფორმა და მოამზადა ბიოლოგიის მასწავლებელმა ნაზი დავითაძემ. .

9 მარტი, 2015 წელი

ლიცეუმის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი უცხოენოვანი საღამო. აღნიშნული ღონისძიება უცხო ენათა კათედრის უშუალო ხელმძღვანელობით მომზადდა. მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს რუსული და ინგლისური ენის ცოდნა. ღონისძიება გაფორმებული იყო მოსწავლეების მიერ მომზადებული საინტერესო და მიმზიდველი ვიდეო-კოლაჟებით. შესრულდა თანამედროვე სიმღერები მე-11ბ კლასის მოსწავლეების მიერ.

2 მარტი, 2015 წელი

ინგლისური ენის მასწავლებელმა ია ვერულიძემ თანამედროვე სასწავლო რესურსებისა და აქტივობების გამოყენებით მე-10ა კლასში ჩაატარა სამოდელო გაკვეთილი თემაზე: Madame Tussauds london. გაკვეთილს ესწრებოდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებმაც მოიწონეს და დადებითად შეაფასეს მოსწავლეების მომზადებული პრეზენტაციები.

2 მარტი, 2015 წელი

ინგლისური ენის მასწავლებელმა ია ვერულიძემ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მე-10ბ კლასში ჩაატარა სამოდელო გაკვეთილი თემაზე: Past indefinite tense. გაკვეთილს ესწრებოდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

25 თებერვალი, 2015 წელი

• საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით შ. პ. ს. ,,მახინჯაურის ლიცეუმის" მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა გამოსცეს კედლის გაზეთი სახელწოდებით ,,25 თებერვალი მწარე სიმართლეა". მათივე ინიციატივით საკონფერენციო დარბაზში მოეწყო საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებული დოკუმენტური მასალის ჩვენება-განხილვა.

20 თებერვალი, 2015 წელი

• შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 20 თებერვალს, 13 საათზე, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება1988 წელს ტიმ სევერინის ხელმძღვანელობით ჩატარებული ექსპედიციის ,,არგონავტების ნაკვალევზე" წევრის, საქართველოს არგონავტების გუნდის კაპიტნის ბატონ ვლადიმერ ბერაიას შეხვედრა ბნსუ-ს და შ. პ.ს ,,მახინჯაურის ლიცეუმის" პროფესიული პროგრამების სტუდენტებთან. ექსპედიციის მონაწილე ქართველ არგონავტთა გუნდის კაპიტანი ბატონი ვლადიმერ ბერაია წაიკითხავს საჯარო ლექცია თემაზე ,,ეპოქალური ექსპედიცია". ლექციაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

16 თებერვალი, 2015 წელი

ინგლისური ენის მასწავლებელმა ია ვერულიძემ მე-10ა კლასში ჩაატარა სამოდელო გაკვეთილი თემაზე: Present indefinite and present continuous tenses. გაკვეთილი იყო კარგად ორგანიზებული. მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს გრამატიკული მასალის ცოდნა და ახალ მასალასთან დაკავშირება. გაკვეთილს ესწრებოდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

12 თებერვალი , 2015 წელი

რუსული ენის მასწავლებელმა ჯულიეტა ფერაძემ ინტერაქტიული მეთოდით Xა კლასში ჩაატარა ურთიერთდასწრების გაკვეთილი თემაზე: ,, Три наклонения глагола". გაკვეთილის მიზანი – შესწავლილი მასალის გამტკიცება, ახალი მასალის გაცნობა თამაშის ფორმით, პოეტური ნაწარმოებების გახსენებით. გაკვეთილზე მუშაობის ფორმები: ჯგუფური, წყვილებში.

09 თებერვალი, 2015 წელი

დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით შპს "მახინჯაურის ლიცეუმის" საზოგადოებათმცოდნეობის კათედრასთან არსებულმა კლუბ ,,თავისუფლების" წევრებმა, ნინო სამხარაძისა და მაყვალა გოგუას ხელმძღვანელობით საკონფერენციო დარბაზში ჩაატარეს ლექცია-სემინარი თემაზე ,,დავითობა". მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს XI საუკუნის 80–იანი წლების და XII საუკუნის 20–იანი წლების საქართველოს ისტორიის შესახებ. გააშუქეს სახელოვანი წინაპრის მოღვაწეობა. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი ლალი ხვედელიძე, ლიცეუმის პედაგოგები და მოსწავლეები. ამ დღესთან დაკავშირებით 6 თებერვალს კლუბმა გამოსცა გაზეთი, რომელიც მოამზადა და ესთეტიკურად გააფორმა კლუბის სპიკერმა თორნიკე კომახიძემ.

04 თებერვალი, 2015 წელი

2015 წლის 04 თებერვლიდან 06 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება შეჯიბრება მაგიდის ჩოგბურთში ლიცეუმის კლასებს შორის. მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაციისათვის მიმართეთ სპორტის მასწავლებელს ა.აგამიანს.

27 იანვარი, 2015 წელი

რუსული ენის მასწავლებელმა ჯულიეტა ფერაძემ Xა კლასში ჩაატარა ინტერაქტიული მეთოდით ღია გაკვეთილი თემაზე: "Частица-НЕ-с глаголом". გაკვეთილის მიზანი – შესწავლილი მასალის გამტკიცება თამაშის ფორმით. პრეზენტაცია გაკვეთილი. გაკვეთილზე მუშაობის ფორმები: ინდივიდუალური, ჯგუფური, წყვილებში.

22 ოქტომბერი, 2014 წელი

2014 წლის 22 ოქტომბრიდან იწყება შეჯიბრება ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და შ.პ.ს. ,,მახინჯაურის ლიცეუმის" მოსწავლეებს შორის ფეხბურთში თამარის დასახლების, დევნილების რაიონის, აფხაზეთის ქუჩაზე არსებულ სპორტულ მოედანზე.

1 ივლისი, 2014 წელი

შპს ,,მახინჯაურის ლიცეუმის" მიმღები კომისია აგრძელებს 2014 წლის 1 ივლისიდან მოსწავლეთა მიღებას ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულების III საფეხურზე (X. XI და XII კლასებში). მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად პარალელურად აირჩიონ და დაეუფლონ შემდეგ პროფესიულ პროგრამებს: გემბანის მეზღვაური (III საფეხური), სამანქანე განყოფილების მეზღვაური (III საფეხური) და ელექტრიკოსი (III საფეხური).

2014-2015 სასწავლო წლისათვის ლიცეუმში მოსწავლის ჩასარიცხად მშობელმა მიმღებ კომისიაში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:

განცხადება ლიცეუმის დირექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);

დაბადების მოწმობის ქსეროასლი ნოტარიულად დამოწმებული;

ცნობა სკოლიდან, რომელშიც ირიცხება;

ჯანმრთელობის ცნობა ,,ფორმა 100" (მისამართი - ზ. გორგილაძის ქუჩა №91. მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი ,,საგიტარიუსი");

მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის 3 ცალი ქსეროასლი; მშობელთა პირადობის მოწმობის ასლები ( 2 ცალი);

მშობელთა და მოსწავლის ლტოლვილის მოწმობის ან სოციალურად დაუცველის მოწმობის ასლები ( ამ კატეგორიის მოსწავლის არსებობის შემთხვევაში);

4 ცალი ფოტოსურათი ¾ ფორმატის ელექტრონულ ვერსიასთან ერთად;

საბუთი სამხედრო მიწერის შესახებ არსებობის შემთხვევაში.

არასრული საბუთები არ მიიღება საბუთები მიიღება

10.00 სთ-დან 16.00 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა)

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: 29 26 26, 25 42 92.

მიმღები კომისია

25 ივნისი, 2014 წელი

2014 წლის 25 ივნისი მეზღვაურის საერთაშორისო დღეა. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით ბათუმში გაიმართა საზეიმო ღონისძიებები, რომელშიც შ.პ.ს. ,,მახინჯაურის ლიცეუმის" სტუდენტებმა და ლექტორ-მასწავლებლემაც მიიღეს მონაწილეობა. ლიცეუმის სტუდენტები ბნსუ –ს სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდნენ საზეიმო მსვლელობაში, რომელიც 26 მაისის პარკის კოლონადებიდან დაიწყო და ბათუმის საზღვაო ნავსადგურში დასრულდა. სტუდენტებმა და ადმინისტრაციამ მონაწილეობა მიიღო საზიემო შეხვედრაში, რომელიც ნავსადგურში გაიმართა. შეხვედრაზე დააჯილდოვეს ღვაწლმოსილი ქართველი მეზღვაურები, მათ შორის ბნსუ–ს გემთმექანიკის კათედრის გამგე, ბატონი როლანდ რიჩკოვი. ბნსუ-ს და შ.პ.ს. ,,მახინჯაურის ლიცეუმის" სტუდენტებს გადაეცათ სიგელები, მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილ სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებისთვის.

24 ივნისსი, 2014 წელი

მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის ნავიგავიის სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სადღესასწაულო ღონისძიება მოაწყო 24 ივნისს, რომელსაც შეუერთდნენ შ.პ.ს. ,,მახინჯაურის ლიცეუმის" კურსანტები და ლექტორ – მასწავლებლები. მოწვეულმა სტუმრებმა, რომელთა შორის იყვნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მამუკა ახალაძე, საზღვაო დარგის ღვაწლმოსილი წარმომადგენლები, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელები მოქმედ მეზღვაურებსა და სტუდენტებს პროფესიული დღესასწაული მიულოცეს. საღამომ საზეიმო და თბილ გარემოში ჩაიარა.

22 ივნისსი, 2014 წელი

გთავაზობთ 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგს:

26-27 ივნისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - ქართული ენა და ლიტერატურა;

30 ივნისი და 1 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - ზოგადი უნარები;

უცხოური ენა:

• 2 ივლისი ინგლისური ენა (მეორე სესია 15:00 სთ.);

• 3 ივლისი ინგლისური ენა (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.);

• 4 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) - რუსული ენა;

• 4 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) - გერმანული ენა;

• 4 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) - ფრანგული ენა;

• 8 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - ლიტერატურა;

• 9ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - გეოგრაფია;

• 10ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - ისტორია;

• 11 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - მათემატიკა;

• 14 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - ქიმია;

12 აპრილი, 2014 წელი

მიზანი: მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებისადმი ინტერესის გაზრდა, შესწავლილი მასალის გამეორება-გამტკიცება.

07.04.2014 წ კვირეულის გახსნა–ინტელექტუალური თამაში: რა, სად, როდის?.

XI კლასის მოსწავლეები მასწავლებელი: ვ. ბაძაღუა

08.04.2014 წ. გაზეთ ,,გალაქტიკას" პრეზენტაცია

X-XI კლასის მოსწავლეები მასწავლებელი: ნ. ხაზარაძე

10.04.2014 წ. გაზეთის ,,ფრინველები საქართველოში" პრეზენტაცია

X- XI კლასის მოსწავლეები მასწავლებელი: ნ. დავითაძე

11.04. 2014 წ. პრეზენტაცია გაკვეთილი ,,კოსმოსის ათვისება"

X-XI კლასის მოსწავლეები მასწავლებელი: მ.აბულაძე

14.04.2014 წ. დიდაქტიური თამაში ,, ვარსკვლავური საათი''

X-XI კლასის მოსწავლეები მასწავლებლები: მ.აბულაძე

15.04.2014 ვიქტორინა ,,წყლის სადუმლოებები"

X-XI კლასის მოსწავლეები მასწავლებლები: მ. აბულაძე .

19 მაისი 2014 წელი

2014 წლის 19 მაისს მეთორმეტე კლასელთათვის დაირეკა ბოლო ზარი. ლიცეუმმა საზეიმოდ გააცილა თავისი კურსდამთავრებულები. ადმინისტრაცია და პედაგოგუირი კოლექტივი ულოცავს მათ სკოლის დამთავრებას და უსურვებს წარმატებებს სკოლის საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებაში!

31 იანვარი, 2014 წელი

გაიმართა ინტელექტუალური თამაშის ,,რა, სად როდის?" ნახევარფინალური შეხვედრა მე–11 და მე–10 კლასის მოსწავლეებს შორის. პირველ და მეორე ადგილზე გავიდა მე–111 და მე–112 კლასის გუნდი, რომლებიც ერთმანეთს შეხვდებიან ფინალში. გამარჯვებული კლასის გუნდები სამომავლოდ დირექციისაგან წახალისდებიან სამდღიანი ექსკურსიით მესხეთ ჯავახეთში.

07 ნოემბერი, 2014 წელი

რუსული ენის მასწავლებელმა ჯულიეტა ფერაძემ მე–101 კლასში ჩაატარა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაკვეთილი თემაზე: ,,Прямая и косвенная речь". კითხვა-პასუხის რჟიმით გაიმეორეს და განამტკიცეს შესწავლილი გრამატიკული მასალა.

07 აპრილი, 2014 წელი

გაიმართა ინტელექტუალური თამაშის ,,რა, სად როდის?" ფინალური შეხვედრა მე–111 და მე–112 კლასის მოსწავლეებს შორის. გამარჯვებულად გამოვლინდა მე–111 კლასის გუნდი. გამარჯვებული გუნდის კაპიტანს რეზო მახარაძეს გადაეცა პრიზი ბუს ქანდაკება და გუნდის თითოეული მონაწილე დაჯილდოვდა სიგელით. გარდა ამისა ინტელექტუალურ თამაშში მონაწილე გუნდის წევრები სასწავლო წლის დასასრულს დირექციისაგან წახალისდებიან სამდღიანი ექსკურსიით მესხეთ– ჯავახეთში.

23 მარტი 2014

2014 წლის 24 მარტიდან 28 მარტის ჩათვლით ლიცეუმში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთათვის ჩატარდება გამოცდები კომპიუტერული ტესტირების სახით ოთხ საგნობრივ კატეგორიაში (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხო ენა და ისტორია).

20 მარტი, 2014 წელი.

ლიცეუმის კურსდამთავრებულთა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა საყურადღებოდ!

2014 წლის 20 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით ლიცეუმში მიმდინარეობს სკოლის გამოსაშვები გამოცდებისათვის იმ მოსწავლეთა და კურსდამთავრებულთა რეგისტრაცია, რომლებსაც სურთ სკოლის გამოსაშვები გამოცდის ან გამოცდების ჩაბარება გაზაფხულის სესიაზე. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ლიცეუმის ადმინისტრაციას.

10თებერვალი, 2014 წელი

გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 10 თებერვლის N170 ბრძანებით განისაზღვრა ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთა რეგისტრაციის ვადა - 2014 წლის 14 თებერვლიდან 2014 წლის 21 თებერვლის ჩათვლით, ხოლო ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 6 მარტიდან 2014 წლის 21 მარტის ჩათვლით. დამატებით გაცნობებთ, რომ პირს უფლება აქვს ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს შესაბამისი გამოცდა თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის/სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამა. ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია 2014 წლის 14 თებერვლიდან 2014 წლის 21 თებერვლის ჩათვლით, სათანადო საბუთებთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადება წარადგინოს ხელვაჩაურის რესურსცენტრში.

23 ოქტომბერი, 2014 წელი

გეოგრაფიის მასწავლებელმა ნელი ბერიძემ მე–11 კლასებში ჩაატარა ურთიერთდასწრების გაკვეთილი თემაზე: ,,გლობალური კონფლიქტური სიტუაციები". პრეზენტაცია გაკვეთილის საშუალებით მოსწავლეებმა განიხილეს 2008 წლის 8 აგვისტოს განვითარებული კონფლიქტური სიტუაციები რუსეთსა და საქართველის შორის. მრავალფეროვანმა და თანამედროვე ტექნოლოგიებით გაფორმებულმა გაკვეთილმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეების და მასწავლებლების მხრიდან.

15 ოქტომბერი, 2014 წელი

სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულთან დაკავშირებით - შ.პ.ს. ''მახინჯაურის ლიცეუმის'' მე–10 და მე–11 კლასებში ჩატარდა შემეცნებითი, ელექტრონული ვერსიით გაკვეთილი. გაკვეთილის მიზანი იყო წარმოჩენილიყო მცხეთის როლი - ქვეყნის პოლიტიკურ და ქრისტიანობის განვითარების საქმეში. სვერიცხოველი კი, როგორც ადგილი წმინდა კვართისა და სიმბოლო ქრისტიანობისა.

08 ოქტომბერი, 2014 წელი

მასწავლებელთა დღესთან დაკავშირებით შ.პ.ს. ''მახინჯაურის ლიცეუმში'' ჩატარდა კულტურული ღონისძიება ჯულიეტა ფერაძის, შორენა ლორთქიფანიძისა და ია ვერულიძის ხელმძღვანელობით. პროფესიული დღე მასწავლებლებს მიულოცა ლიცეუმის დირექტორმა ლალი ხვედელიძემ. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს მე–11 კლასის მოსწავლეებმა: დავით მაჩიტიძემ, დავით ჩხიკვაძემ და დავით გოზალიშვილმა.

04 ოქტომბერი, 2014 წელი

რუსული ენის მასწავლებელმა ჯულიეტა ფერაძემ მე–101 კლასში ჩაატარა ურთიერთდასწრების გაკვეთილი თემაზე: ,,Степени сравнения прилагательных". მოსწავლეებმა ინტერაქტიული მეთოდით გაიმეორეს და განამტკიცეს განვლილი მასალა.

02 ოქტომბერი, 2014 წელი

ისტორიის მასწავლებელმა ნინო სამხარაძემ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მე–122 კლასში ჩაატარა პრეზენტაცია გაკვეთილი თემაზე: ,,ნაპოლეონის ომები და ვენის კონგრესი". გაკვეთილის მიზანი: ნაპოლეონის ომების შედეგად ევროპაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის გაცნობა და ნაპოლეონის, როგორც მხედართმთავრის, ძლიერი და სუსტი მხარეების დანახვა.

23 სექტემბერი, 2014 წელი

რუსული ენის მასწავლებელმა ჯულიეტა ფერაძემ მე–101 კლასში ჩაატარა ურთიერთდასწრების გაკვეთილი თემაზე: ,,Общественная деятельность и реформы Петра I". მრავალფეროვანმა და თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩატარებულმა გაკვეთილმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეების და მასწავლებლების მხრიდან.

17 სექტემბერი, 2014 წელი

ფიზიკის მასწავლებელმა მარინა აბულაძემ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მე–102 კლასში ჩაატარა პრეზენტაცია გაკვეთილი თემაზე: ,,ელექტრული მუხტი". მარტივი ცდის საშუალებით მოსწავლეები დარწმუნდნენ, რომ არსებობს ორი სახის მუხტი და როგორ ურთიერთქმედებენ დამუხტული სხეულები.

23 მაისი, 2014 წელი

2014 წლის 23 მაისს შ.პ.ს,, მახინჯაურის ლიცეუმში" საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დრე აღინიშნა. საზოგადოებრივ მეცნიერების კათედრის ხელმძღვანელობით ჩატარდა ღონისძიება თემაზე: ,,საქართველოს ეროვნული დღესასწაული"

22 მაისი, 2014 წელი

ისტორიის მასწავლებელმა ნინო სამხარაძემ X-2 კლასში ჩაატარა ინტერაქტიური მეთოდით ღია გაკვეთილი თემაზე:" ქაერთველი და უცხოელი მოგზაურების ჩანაწერები ( საქართველოს აღწერა). დონ ქრისტოფორე დე კასტელი, ჟან შარდენი, სულხან საბა ორბელიანი". მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო და სახალისო პრეზენტაციები აღნიშნულ თემიდან გამომდინარე.

06 მაისი, 2014 წელი

რუსული ენის მასწავლებელმა ჯულიეტა ფერაძემ X–2 კლასში ჩაატარა ინტერაქტიული მეთოდით ღია გაკვეთილი თემაზე: "Терроризм- угроза человечеству". ამავე კლასის მოსწავლემ დავით ჩხიკვაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: ,,Как вести себя во время теракта» . გაკვეთილი დასრულდა კითხვა–პასუხის რეჟიმით.

10 აპრილი, 2014 წელი

1989 წლის 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით შპს "მახინჯაურის ლიცეუმის" საზოგადოებათმცოდნეობის კათედრის წევრებმა, კერძოდ, ნინო სამხარაძემ და მაყვალა გოგუამ ყველა კლასის მოსწავლეებს უჩვენეს 9 აპრილის მოვლენების ამსახველი დოკუმენტური მასალა. გაკვეთილების დასასრულს მოხდა გაცნობილი მასალის განხილვა–შეფასება მოსწავლეთა მხრიდან.

24 მარტი, 2014 წელი

ისტორიის მასწავლებელმა ნინო სამხარაძემ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მე–122 კლასში ჩაატარა პრეზენტაცია გაკვეთილი თემაზე: ,,მეორე მსოფლიო ომის შეჯამება".

6 მარტი, 2014 წელი

ისტორიის მასწავლებელმა ნინო სამხარაძემ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მე–112 კლასში ჩაატარა პრეზენტაცია გაკვეთილი თემაზე: ,,დავით აღმაშენებლის სახელმწიფო სტრუქტურის მოწყობა"

5 მარტი, 2014 წელი

საქართველოს ეროვნული გმირის (სიკვდილის შემდეგ), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული შ. პ. ს. ,,მახინჯაურის ლიცეუმში" ჩატარდა 5 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის მიერ.

კვირეულის პროგრამა:

5 მარტი : გამოიცა გაზეთი ''აფხაზეთი - მოუშუშებელი იარაა!"

6 მარტი : ყველა კლასში ნაჩვენები იქნა 1992 – 1993 წლების აფხაზეთის ომის ამსახველი დოკუმენტური ფილმი.

7 მარტი: ჩატარდა ღია გაკვეთილები თემაზე: აფხაზეთის ისტორიის ქრონიკები".

10 მარტი: XII კლასებში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე "ჟიული შარტავა - საქართველოს ეროვნული გმირი ", ნაჩვენები იქნა ჟიული შარტავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური კადრები.

25 თებერვალი, 2014 წელი

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით შ. პ. ს. ,,მახინჯაურის ლიცეუმში" საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის მიერ ჩატარდა ''ოკუპაციის კვირეული'', რომელიც დაიწყო 24 თებერვალს და დასრულდა 27 თებერვალს.

კვირეულის პროგრამა:

24 თებერვალი: გამოიცა გაზეთი ,,საქართველოს ოკუპაცია";

25 თებერვალი: კვირეულის ფარგლებში ყველა კლასში აჩვენეს დოკუმენტური მასალა 1921 წლის 25 თებერვლის მოვლენების შესახებ;

26 თებერვალი: ლექცია– სემინარი თემაზე ,,საქართველოს ოკუპაცია";

27 თებერვალი: ექსკურსია ბათუმის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, მოსწავლეებმა დაათვალიერეს 1921 წლის 25 თებერვლის მოვლენების ამსახველი ფოტო–გამოფენა. მუზეუმის თანამშრომლების მიერ ჩაუტარდათ საუბარი თემაზე ,,საქართველოს ანექსია".

20 თებერვალი, 2014 წელი

ისტორიის მასწავლებელმა X2 კლასში ჩაატარა ურთიერთდასწრების ღია გაკვეთილი თემაზე: XVIII–ის ისტორიოგრაფია, ვახტანგ VI-ის, ვახუშტი ბაგრატიონის და ფარსადან გორგიჯანიძის ღვაწლის წარმოჩენა. მუშაობის ფორმები: ინტერაქტიული, სახელმძღვანელოში მოცემული წყაროების კომენტარი. მოსწავლეებს მომზადებული ჰქონდათ სლაიდ–შოუებით გაფორმებული პრეზენტაციები, თვალსაჩინოება–რუკები.

10 თებერვალი, 2014 წელი

დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით შპს "მახინჯაურის ლიცეუმის" საზოგადოებათმცოდნეობის კათედრის წევრების, კერძოდ, ნინო სამხარაძისა და მაყვალა გოგუას ხელმძღვანელობით საკონფერენციო დარბაზში მოეწყო ლექცია-სემინარი. მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს და წარმოადგინეს თემები სახელოვანი წინაპრის მოღვაწეობის შესახებ. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ლიცეუმის პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები. ამ დღესთან დაკავშირებით ლიცეუმში გამოიცა გაზეთი ,,დავითის მადლი გვფარავდეს", და გამოეფინა დავით აღმაშენებლის დროინდელი საქართველოს რუკა ,,ნიკოფსიითგან დარუბანდისა ზღუადმდე".

05 თებერვალი, 2014 წელი

ფიზიკის მასწავლებელმა მარინა აბულაძემ ინტერაქტიული მეთოდით XI1-XI2 კლასებში ჩაატარა ურთიერთდასწრების გაკვეთილი თემაზე: ,, ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა". გაკვეთილის მიზანი:

1. დაკვირვების, აღწერის, კლასიფიკაციის, შედარების, ჰიპოტეზის გამოთქმის უნარის განვითარება.

2. ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობის ცვლილების წარმოდგენა გრაფიკის საშუალებით.

სწავლების მეთოდი –პრობლემური თხრობა, ექსპერიმენტის გამოყენება.

04 თებერვალი, 2014 წელი

რუსული ენის მასწავლებელმა ჯულიეტა ფერაძემ ინტერაქტიული მეთოდით X2 კლასში ჩაატარა ურთიერთდასწრების გაკვეთილი თემაზე: ,, Правописание не с глаголами". გაკვეთილის მიზანი – შესწავლილი მასალის გამტკიცება. გაკვეთილზე მუშაობის ფორმები: ჯფუფური, წყვილებში.

30 იანვარი, 2014 წელი

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა შორენა ლორთქიფანიძემ XII2 კლასში ჩაატარა ურთიერთდასწრების გაკვეთილი თემაზე: ნეოლოგიზმები ქართულ ენაში. მოსწავლეებს მომზადებული ჰქონდათ პრეზენტაციები ნეოლოგიზმის რაობაზე. ისაუბრეს უავტორო და ავტორიანი ნეოლოგიზმების ენაში დამკვიდრებაზე. მუშობის ფორმები: ინდივიდუალური და წყვილებში.

30 იანვარი, 2014 წელი

ისტორიის მასწავლებელმა ნინო სამხარაძემ ინტერაქტიული მეთოდით XI2 კლასში ჩაატარა ურთიერთდასწრების გაკვეთილი თემაზე: ,, არაბთა სახელმწიფოს შექმნა და ისლამი". გაკვეთილის მიზანი – ახალი მასალის შესწავლა და გაცნობა. ცოდნის შემოწმება სლაიდ–ტესტირების საშუალებით.

29 იანვარი, 2014 წელი

ფიზიკის მასწავლებელმა მარინა აბულაძემ ინტერაქტიული მეთოდით XI1-XI2 კლასებში ჩაატარა ურთიერთდასწრების გაკვეთილი თემაზე: ,, სითბოს გადაცემის სახეები". გაკვეთილის მიზანი: 1. დაკვირვების, აღწერის, კლასიფიკაციის, შედარების, ჰიპოთეზის გამოთქმის უნარის განვითარება. 2. სითბური ენერგიის გადაცემაზე, თბოგამტარობაზე, კონვექციასა და გამოსხივებაზე დაკვირვება. სწავლების მეთოდი – პრობლემური თხრობა, ექსპერიმენტის გამოყენება.

შ.პ. ს. ,,მახინჯაურის ლიცეუმში" ჩატარდა მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების საგანმანათლებლო კვირეული - ხელმძღვანელი მ. აბულაძე

მიზანი: მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებისადმი ინტერესის გაზრდა, შესწავლილი მასალის გამეორება-გამტკიცება.

02.12.2013 წ კვირეულის გახსნა–ლექცია–სემინარი თემაზე: ,,იცოცხლე და მიეც ნება იცოცხლოს".

X-XI კლასის მოსწავლეები

მასწავლებელი: ნ. დავითაძე

03.12.2013 წ. გაზეთის ,,ერთად დავამარცხოთ შიდსი" პრეზენტაცია

X-XI კლასის მოსწავლეები

მასწავლებელი: ნ. დავითაძე

04.12.2013 წ. დებატები თემაზე ,, გენმოდიფიცირებული პროდუქტი"

XI კლასის მოსწავლეები

მასწავლებელი: ნ. დავითაძე

05.12. 2013 წ. მათემატიკის გაზეთის ,,აქსიომას" პრეზენტაცია, მოსმენა–განხილვა.

X-XI კლასის მოსწავლეები

მასწავლებელი: ნ.ხაზარაძე

06.12.2013 წ. ლექცია – სემინარი თემაზე: ,,ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარების ნეგატიური მოვლენები არასრულწლოვანებში".

X-XI კლასის მოსწავლეები

მასწავლებელი: რ. ჯაფარიძე

09.12.2013 პრეზენტაცია – გაკვეთილი თემაზე: ახალი მეცნიერების დაბადება ინტეგრირებული გაკვეთილი ფიზიკასა და ისტორიაში

XII კლასებში

მასწავლებლები: მ. აბულაძე მ. ძირკვაძე .

p>21 იანვარი, 2013 წელი

2013 წლის 21 იანვრიდან 25 იანვრის ჩათვლით შპს. ,,მახინჯაურის ლიცეუმში" ჩატარდა კათედრის სხდომები. გამოიკვეთა პრიორიტეტები, დამტკიცდა სასწავლო გეგმები-სილაბუსები..

21 იანვარი, 2013 წელი

ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით 2013 წლის 28 იანვრიდან ლიცეუმში გამოცხადდა კონკურსი ,, საუკეთესო გაკვეთილი'. კათედრის ხელმძღვანელები მოსმენილი გაკვეთილების შედეგად გამოავლენენ თავიანთ კათედრებზე თითო საუკეთესო მასწავლებელს და გაკვეთილს. გამარჯვებული მასწავლებელი შეირჩევა დასახელებული მასწავლებლებიდან კონკურსის წესით .

23 დეკემბერი,2013 წელი

2013 წლის 24 დეკემბრიდან 2013 წლის 16 იანვრის ჩათვლით ლიცეუმში ჩატარდა ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასისა და კლასში შემავალი ცალკეული საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნის ფორმით ჩასაბარებელი გამოცდები. 2013 წლის 16 იანვარს დამტკიცდა ლიცეუმის იმ ექსტერნების ნუსხა, რომლებმაც ექსტერნატის გამოცდა დაძლიეს წარმატებით. ექსტერნების გამოცდაზე მიღებული შეფასების საფუძველზე ლერი ხარგელიამ და იაშა აგუმბამ დაძლიეს შესაბამისი კლასების პროგრამა. გამოცდების შედეგების შესაბამისად ლერი ხარგელია გადაყვანილი იქნა XII კლასში, ხოლო იაშა აგუმბა XI -კლასში.

19 დეკემბერი, 2013 წელი

შ.პ.ს. ,,მახინჯაურის ლიცეუმის" მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა, თავჯდომარის თორნიკე კომახიძისა და ბიოლოგიის მასწავლებლის ნაზი დავითაძის ხელმძღვანელობით საკონფერენციო დარბაზში მოაწყვეს ფილმის ,, სიცრუე მეცნიერების სახელით'' ჩვენება. გაცნობილმა მასალამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეების მხრიდან. მოეწყო დისკუსია–დებატები ფილმში აღნიშნული ფაქტებისა თუ მოვლენების შესახებ.

18 დეკემბერი, 2013 წელი

გთავაზობთ 2013–2014 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის განრიგს:

9 ნოემბერს, 10 საათი - მათემატიკა, ხანგრძლივობა – 4 საათი;

9 ნოემბერს, 15 საათი - რუსული ენა, ხანგრძლივობა – 1 საათი და 30 წუთი;

10 ნოემბერს, 15 საათი - ინგლისური ენა, ხანგრძლივობა – 1 საათი და 30 წუთი;

16 ნოემბერს, 10 საათი - ქართული ენა და ლიტერატურა, ხანგრძლივობა – 3 საათი;

27 ნოემბერი, 2013 წელი

ინგლისური ენის მასწავლებელმა ია ვერულიძემ მე–11 კლასებში ჩაატარა ურთიერთდასწრების გაკვეთილი თემაზე: ,,ლონდონის ღირსშესანიშნაობანი". მოსწავლეებმა სლაიდშოუს სახით წარმოადგინეს ლონდონის ისტორიული ძეგლები, მასწავლებელმა კი ისაუბრა მათი შექმნის ისტორიულ ფაქტებზე. გაკვეთილი იყო მრავალფეროვანი და საინტერესო, კომპიუტერული ტექნოლოგიებით გაფორმებული.

22 ნოემბერი, 2013 წელი

22 ნოემბერს სააქტო დარბაზში საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელობით ჩატარდა "გიორგობისადმი" მიძღვნილი ღონისძიება. მოსწავლეებმა მოამზადეს და წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, რომლებშიც ასახული იყო წმინდა გიორგის ცხოვრება და მოღვაწეობა. ამ დღესთან დაკავშირებით გამოიცა კედლის გაზეთი: ,,წმინდა გიორგის მადლი გფარავდეს", რომელიც ესთეთიკურად გააფორმა ისტორიის მასწავლებელმა ნინო სამხარაძემ.

21 ნოემბერი 2013 წელი

პედაგოგები 2014 წლის მეორე ნახევრიდან, სავარაუდოდ, ახალი სქემის მიხდევით შეფასდებიან და კატეგორიები მიენიჭებათ; აღარ ჩატარდება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებიც, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ პროექტის "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში განაცხადა. მისი თქმით, უწყება უკვე მუშაობს ახალ სქემაზე, რომელშიც ყველა პედაგოგი, მათ შორის, სერტიფიცირებული მასწავლებლებიც ჩაერთვებიან. პედაგოგები საგანმანათლებლო პროცესის მსვლელობისას პრაქტიკული ნაწილით და ასევე ტესტებით შეფასდებიან. სანიკიძის განმარტებით, იქნება გამიჯნული ოთხი კატეგორია, ამასთან, მასწავლებელს მუდმივად ექნება შანსი, რომ კატეგორიიდან კატეგორიაში გადავიდეს. განათლების მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სქემის განსახორციელებლად საჭიროა საკანონმდებლო ცვლილება, რადგან ამ ეტაპზე კანონში აღნიშნულია, რომ 2015 წლამდე საქართველოს ყველა მასწავლებელი სერტიფიცირებული უნდა იყოს, რაც შეუძლებელია, რადგან ამ დროისთვის პედაგოგთა მხოლოდ მცირე ნაწილი არის სერტიფიცირებული. სანიკიძის თქმით, ახალი სქემის განხორციელება სერტიფიცირებულ მასწავლებელთა ხელფასებზე უარყოფითად არ აისახება.

15 ნომბერი, 2013 წელი

XI1 და XI2 კლასებში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ფიზიკასა და გეოგრაფიაში თემაზე: ,ელექტრომაგნიტური ტალღები, რადიოტალღები". გაკვეთილის მიზანი:

1. მოსწავლეთა წარმოდგენების ფორმირება კავშირგაბმულობის სახეობებზე და მისი განვითარების ეტაპები;

2. ელექტრომაგნიტური ტალღების განმარტება;

3. რადიოტალღებზე ცოდნის გაფართოება და გაღრმავება;

4. ინფორმაციის გადაცემის თანამედროვე საშუალებები.

საინტერესო იყო ქართულის მასწავლებლის ჩართვა, რომელმაც ისაუბრა და მოიყვანა მაგალითები ისტორიული წყაროებიდან ინფორმაციის მიწოდების სხვადასხვა საშუალებაზე, რამაც გაკვეთილი უფრო მრავალფეროვანი და მიმზიდველი გახადა.

13 ნოემბერი, 2013 წელი

ინგლისური ენის მასწავლებელმა ია ვერულიძემ მე–11 კლასებში ჩაატარა ურთიერთდასწრების გაკვეთილი თემაზე: რობერტ ლუის სტივენსონისა და მარი შელის ცხოვრება და მოღვაწეობა. მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს მწერლების ბიოგრაფიული ეპიზოდები, მასწავლებელი კი ესაუბრა მათი მოღვაწეობის შესახებ. საუბრიდან გამომდინარე მოსწავლეებმა პარალელი გაავლეს ორი მწერლის შემოქმედებას შორის. გაკვეთილი დასრულდა კითხვა–პასუხის რეჟიმით.

17 ნოემბერს, 15 საათი - გეოგრაფია, ხანგრძლივობა – 1 საათი. 23 ნოემბერს, 15 საათი - ისტორია, ხანგრძლივობა – 2 საათი.

31 ოქტომბერი, 2013 წელი

რუსული ენის მასწავლებელმა ჯულიეტა ფერაძემ მე–11 კლასებში ჩაატარა ურთიერთდასწრების გაკვეთილი თემაზე: ჯონ კენედის ცხოვრება და მოღვაწეობა. მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს კენედის ბიოგრაფიული ეპიზოდები, მასწავლებელი კი ესაუბრა მისი მოღვაწეობის შესახებ. მრავალფეროვანმა და თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩატარებულმა გაკვეთილმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეების და მასწავლებლების მხრიდან.

28 ოქტომბერი, 2013 წელი

ინგლისური ენის მასწავლებელმა ია ვერულიძემ მე–10 კლასებში ჩაატარა ღია, ურთიერთდასწრების გაკვეთილი თემაზე: ახალი ზელანდია, როგორც ინგლისურენოვანი ქვეყანა. მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს და ისაუბრეს ახალი ზელანდიის ტრადიციებზე, კულტურაზე, სპორტულ მიღწევებსა და გეოფრაფიულ მდებარეობაზე. თანამედროვე ტექნელოგიებით ჩატარებულმა გაკვეთილმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

24 ოქტომბერი, 2013 წელი

მახინჯაურის პოლიციის თანამშრომლებმა ლიცეუმის ქიმიის მასწავლებლის რომან ჯაფარიძის ინიციატივით X და XI კლასის მოსწავლეებს ჩაუტარეს ლექცია–სემინარი თემაზე: დანაშაულის პრევენცია არასრულწლოვანებში. სემინარის მიზანი:

ა) სამართლებრივი ცოდნის ამაღლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებებზე;

ბ) სამართლებრივი ცოდნის ამაღლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.

23 ოქტომბერი, 2013 წელი

ფიზიკის მასწავლებელმა მარინა აბულაძემ X1 კლასში ჩაატარა ურთიერთდასწრების გაკვეთილი თემაზე: ,,რხევითი კონტური". გაკვეთილის მიზანი: ანალოგიის დადგენა მექანიკურ და ელექტრო მაგნიტურ რხევებს შორის. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათი მომზადებული საინტერესო პრეზენტაციები. გაკვეთილი დასრულდა კითხვა–პასუხის რეჟიმში.

17 ოქტომბერი, 2013 წელი

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მზევინარ ძირკვაძემ XI1 და XI2 კლასებში ჩაატარა ურთიერთდასწრების გაკვეთილი თემაზე: კომენტირებული კითხვა – ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსის ,,იარალის" მიხედვით.

15 ოქტომბერი, 2013 წელი

ბიოლოგიის მასწავლებელმა ნაზი დავითაძემ X1 კლასში ჩაატარა გაკვეთილი თემაზე: ,,ნუკლეინის მჟავები". გაკვეთილი ჩატარდა ინტერაქტიული მეთოდით, კითხვა–პასუხის რეჟიმში.

11 ოქტომბერი, 2013 წელი

XI1 კლასში ჩაატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ფიზიკასა და გეოგრაფიაში თემაზე: ,,მიწისძვრები". გაკვეთილის მიზანი: წარმოდგენის შექმნა მიწისძვრების ეპიცენტრებსა და ამ დროს წარმოქმნილი ტალღების შესახებ; მიწისძვრის პროცესების აღწერა და მათი წარმოშობის მიზეზების ახსნა ინფორმაციის სხვადასხვა წყაროების გამოყენებით. გაკვეთილზე გამოყენებული იყო მრავალფეროვანი თვალსაჩინოება, რამაც გაკვეთილი უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახადა.

11 ოქტომბერი, 2013 წელი

სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულთან დაკავშირებით - შ.პ.ს. ''მახინჯაურის ლიცეუმის'' ყველა კლასში ჩატარდა შემეცნებითი, ელექტრონული ვერსიით გაკვეთილი თემაზე: "კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა". გაკვეთილის მიზანი იყო წარმოჩენილიყო მცხეთის როლი - ქვეყნის პოლიტიკურ და ქრისტიანობის განვითარების საქმეში. სვერიცხოველი კი, როგორც ადგილი წმინდა კვართისა და სიმბოლო ქრისტიანობისა. ამ დღესთან დაკავშირებით საზოგადოებრივი კათედრის ხელმძღვანელობით გამოიცა კედლის გაზეთი, რომელიც ესთეტიკურად გააფორმა ისტორიის მასწავლებელმა ნინო სამხარაძემ.

11 ოქტომბერი, 2013 წელი

რუსული ენის მასწავლებელმა ჯულიეტა ფერაძემ X2 კლასში ჩაატარა ურთიერთდასწრების გაკვეთილი თემაზე: ,,სერგეი ესენინის ცხოვრება და მოღვაწეობა''. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ელექტრონული ვერსიით მომზადებული პრეზენტაციები, მისი ცხოვრების ამსახველი სურათები. გაკვეთილის მსვლელოისასა მოისმინეს სერგეი ესენინის ლექსებისა და სიმღერების აუდიო ჩანაწერები.

24 მაისი, 2013 წელი

2013 წლის 24 მაისს შ.პ.ს. ,,მახინჯაურის ლიცეუმში" საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. საზოგადოებრი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელობით ჩატარებულ კონფერენციაზე ისტორიის მასწავლებელმა მ. გოგუამ ისაუბრა 26 მაისის მნიშვნელობაზე. ამ დღესთან დაკავშირებით X-XI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემდეგი თემები: პირველი დემოკრატიული მთავრობის რეფორმები; გენერლები: გიორგი კვინიტაძე და გიორგი მაზნიაშვილი; 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია; 1921 წლის 25 თებერვალი- საქართველოს ანექსიის დღე; საქართველოს დემოკრატიული მთავრობის შეცდომები. მოსწავლეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და კონფერენციის მუშაობა დადებითად შეფასა კათედრის ხელმძღვანელმა ნინო სამხარაძემ. კონფერენცია დასრულდა 26 მაისის ამსახველი კადრების ვიდეოკოლაჟით.

14 მაისი, 2013 წელი

2013 წლის 14 მაისს შ.პ.ს. ,,მახინჯაურის ლიცეუმში" თამარობა აღინიშნა. საზოგადოებრი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელობით ჩატარებულ კონფერენციაზე ისტორიის მასწავლებლებმა მ. გოგუამ და ნ. სამხარაძემ ისაუბრეს XII-XIII საუკუნეების საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური განვითარების შესახებ. აღნიშნეს, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უმწმინდესისა და უნეტარესის ილია II–ის ლოცვა–კურთხევით 2013 წელი თამარ მეფის წლად გამოცხადდა. კონფერენციაზე X-XI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემდეგი თემები: შამქორის ბრძოლა, ბასიანის ბრძოლა, საქართველოს ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოებთან, თამარის დროს აგებული კულტურის ძეგლები და საქართველოს ოქროს ხანა. ღონისძიება დასრულდა XII-XIII საუკუნეების ამსახველი კადრების ვიდეოკოლაჟით.

10 მაისი, 2013 წელი

მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელობით გამოიცა ჟურნალი: ,,მიმზიდველი მათემატიკა", რომელიც ესთეტიკურად გააფორმა მათემატიკის მასწავლებელმა ნუნუ ხაზარაძემ.

17 აპრილი, 2013 წელი

2013 წლის 17 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით შ .პ. ს. ,,მახინჯაურის ლიცეუმში" ჩატარდა საბუნებისმეტყველო კათედრასთან არსებული კლუბის ,,ნორჩი რეინჯერების" საგანმანათლებლო კვირეული ,,დედამიწა ჩვენი პლანეტაა".

იხილეთ ვრცლად

17 აპრილი, 2013 წელი

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და შპს "მახინჯაურის ლიცეუმს" შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ლიცეუმის მე-10 კლასის მოსწავლეებს ისტორიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა, მაყვალა გოგუამ და შორენა ლორთქიფანიძემ მუზეუმში ჩაუტარეს გასვლითი ღია ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: 14 აპრილი-ქართული ენის დღე". მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ დღის ისტორიული მნიშვნელობის შესახებ. წაიკითხეს ამონარიდები სხვადასხვა პუბლიცისტური წერილებიდან.

12 აპრილი, 2013 წელი

1978 წლის 14 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით შპს "მახინჯაურის ლიცეუმის" საზოგადოებათმცოდნეობის კათედრის წევრების, კერძოდ, ნინო სამხარაძისა და მაყვალა გოგუას ხელმძღვანელობით საკონფერენციო დარბაზში მოეწყო ლექცია-სემინარი ვიდეო მასალის ჩვენებით. მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები და ისაუბრეს ამ დღის ისტორიული მნიშვნელობის შესახებ. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ლიცეუმის პედაგოგები და მოსწავლეები. დედაენის დღესთან დაკავშირებით ლიცეუმში გამოიცა გაზეთი ,,14 აპრილი - დედაენის დღე", რომელიც მოამზადა და ესთეტიკურად გააფორმა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელმა შორენა ლორთქიფანიძემ.

8-10 აპრილი, 2013 წელი

1989 წლის 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით შპს "მახინჯაურის ლიცეუმის" საზოგადოებათმცოდნეობის კათედრის წევრების, კერძოდ, ნინო სამხარაძისა და მაყვალა გოგუას ხელმძღვანელობით საკონფერენციო დარბაზში მოეწყო ლექცია-სემინარი ვიდეო მასალის ჩვენებით. მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართა დისკუსია თემაზე: ,,9 აპრილი - გზა თავისუფლებისაკენ" . აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ლიცეუმის პედაგოგები და მოსწავლეები. ამ დღესთან დაკავშირებით ლიცეუმში გამოიცა გაზეთი ,,9 აპრილი - მოუშუშებელი ტკივილი", რომელიც მოამზადა და ესთეტიკურად გააფორმა ისტორიის კათედრის ხელმძღვანელმა ნინო სამხარაძემ.

4 აპრილი, 2013 წელი

რუსული ენის მასწავლებელმა ჯულიეტა ფერაძემ X კლასში ჩაატარა ინტერაქტიული მეთოდით ღია გაკვეთილი თემაზე: "Времиа и вид глагола". პრეზენტაცია გაკვეთილს ესწრებოდნენ უცხო ენათა კათედრის ხელმძღვანელი ია ვერულიძე და კათედრის წევრი ხათუნა ბერიძე.

28 მარტი, 2013 წელი

ქ. ბათუმის ხ. ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა, რომელიც ეძღვნებოდა აჭარის ეთნოგრაფიული ნივთების ჩვენებას. მუზეუმსა და ლიცეუმს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გამოფენა დაათვალიერეს X1 და X2 კლასის მოსწავლეებმა. მოსწავლეებს გამოფენის მნიშვნელობაზე ესაუბრა ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე საშა ლეკვეიშვილი.

2013 წლის 25 მარტი

,,2013 წლის 18 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით შ .პ. ს. ,,მახინჯაურის ლიცეუმში" ჩატარდა საბუნებისმეტყველო კათედრაზე საგანმანათლებლო კვირეული ,,წყალი სიცოცხლეა"".

,,ინტელექტუალური თამაში: რა?სად? როდის?

2013 წლის 18 მარტს ლიცეუმში გაიმართა ინტელექტუალური თამაში: ,,რა? სად? როდის?", რომელიც ჩატარდა მათემატიკის მასწავლებლის ვახტანგ ბაძაღუას ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით. მონაწილეობას იღებდა ლიცეუმის მოსწავლეებისაგან შემდგარი შვიდი გუნდი, რომელიც 6-6 მონაწილისაგან შედგებოდა.

,,იხილეთ სრულად".


7 მარტი, 2013 წელი

ლიცეუმის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი საღამო. აღნიშნული ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენათა კათედრის უშუალო ხელმძღვანელობით მომზადდა, ამიტომაც მილოცვები სამ ენაზე მოისმინეს მონაწილეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა. ღონისძიება გაფორმებული იყო მოსწავლეების მიერ მომზადებული საინტერესო და მიმზიდველი ვიდეო-კოლაჟებით, რომლებშიც ასახული იყო თანამედროვე და ტრადიციული ქალის სახე.

ქალთა დღესთან დაკავშირებით უცხო ენათა კათედრის წევრმა - ჯულიეტა ფერაძემ, გამოსცა ესთეტიკურად და ლამაზად გაფორმებული კედლის გაზეთი.

25 თებერვალი, 2013 წელი

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით შ. პ. ს. ,,მახინჯაურის  ლიცეუმში”  ჩატარდა ‘’ოკუპაციის  კვირეული’’. რომელიც დაიწყო 18 თებერვალს და დასრულდა 22 თებერვალს.  კვირეულის  მიზანი იყო, რომ   მოსწავლეებმა   მაქსიმალური  ინფორმაცია  მიიღონ   1921,  2008  წლებში  რუსეთის  მიერ  განხორციელებულ  აგრესიაზე. ‘’ოკუპაციის კვირეულის’’ ფარგლებში ბევრი საინტერესო გაკვეთილი და დისკუსია  ჩაატარეს ისტორიის მასწავლებლებმა: მაყვალა გოგუამ და ნინო სამხარაძემ.

კვირეულის   პროგრამა:

18 თებერვალი:  ლექცია  სემინარი - „პირველი რესპუბლიკა  და  მისი  ოკუპაცია   საბჭოთა რუსეთის მიერ;
19 თებერვალი: გაზეთებზე მუშაობა, სურათების  გამოფენა;
20  თებერვალი: მოსწავლეებმა მოამზადეს სემინარები თემაზე: საქართველოს ბრძოლა  თავისუფლებისთვის 1921 წლის  12-25  თებერვალს ;
21  თებერვალი:   დოკუმენტური მასალების ჩვენება და განხილვა;
22  თებერვალი:  ოკუპაციის კვირეულის შეჯამება

15 თებერვალი, 2013 წელი

აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მოეწყო გამოფენა  ,,საბჭოთა პერიოდი მხატვრულ ტილოებში”. გამოფენას ესწრებოდნენ აჭარის განათლებისა და კულტურის  სამინისტროს  და ქალაქის მოწინავე  საზოგადოების  წარმომადგენლები,  სხვადასხვა საჯარო სკოლის  და  შ.პ.ს.  ,,მახინჯაურის ლიცეუმის’’ მე-10,  მე-11 კლასის  მოსწავლეები.    მოსწავლეებმა    დაათვალიერეს მუზეუმის ექსპოზიცია. ლიცეუმის ისტორიის პედაგოგმა მაყვალა გოგუამ,  რომელიც ამავე დროს არის მუზეუმის თანამშრომელი,  ჩაუტარა  ლექცია -სემინარი   თემაზე: ,,ხელოვნაბის  როლი  ისტორიის  განვითარებაში”.

15 თებერვალი, 2013 წელი

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელობით      საკონფერენციო დარბაზში  ჩატარდა ლიტერატურული საათი ,,ქართველ რომანტიკოსთა შემოქმედება და   წმინდა ვალენტინის დღისადმი მიზღვნილი  ლიტერატურული კომპოზიცია ,,სიყვარულო  ძალსა შენსა ''

14 თებერვალი, 2013 წელი

ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით  შპს მახინჯაურის ლიცეუმის      რუსული ენის მასწავლებელმა  ჯულიეტა ფერაძემ  მე-10 კლასებში ჩაატარა ღია კლასსაათი. მოსწავლეებმა წარმოადგინეს   მონტაჟი, მუსიკის ფონზე მონიტორზე გაშვებულ იქნა ვიდეოკოლაჟი, რომელიც ასახავდა საინტერესო კადრებს თემასთან დაკავშირებით.

08 თებერვალი, 2013 წელი

დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით შპს „მახინჯაურის ლიცეუმის“ საზოგადოებათმცოდნეობის კათედრის წევრების, კერძოდ, ნინო სამხარაძისა და მაყვალა გოგუას ხელმძღვანელობით  საკონფერენციო დარბაზში მოეწყო ლექცია-სემინარი. მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა გაიხსენეს XI საუკუნის 80–იანი წლების და XII საუკუნის 20–იანი წლების საქართველოს ისტორია. ისაუბრეს სახელოვანი  წინაპრის მოღვაწეობის შესახებ. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ლიცეუმის პედაგოგები და მოსწავლეები.

ამ  დღესთან დაკავშირებით ლიცეუმში გამოიცა გაზეთი, რომელიც მოამზადა და ესთეტიკურად გააფორმა  ისტორიის მასწავლებელმა  ნინო სამხარაძემ.

17 დეკემბერი, 2012 წელი

უცხო ენათა კათედრამ, ხათუნა ბერიძის უშუალო ხელმძღვანელობით გამოსცა რუსულენოვანი გაზეთი ახალ წელთან დაკავშირებით.

12 დეკემბერი, 2012 წელი

2012 წლის 12 დეკემბერს მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელობით გამოიცა გაზეთი ,,მათემატიკის სამყარო", რომელიც ესთეტიკურად გააფორმა კათედრის წევრმა ნუნუ ხაზარაძემ.

10 დეკემბერი, 2012 წელი

უცხო ენების პოპულარიზაციის მიზნით უცხო ენის კათედრის წევრებმა დაგეგმეს კვირეული 10 დეკემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით. კათედრაზე გაერთიანებული ყველა მასწავლებელი კვირის განმავლობაში ატარებს ურთიერთდასწრების და ინტეგრირებულ გაკვეთილს საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.

საგანმანათლებლო კვირეულის მიზანი: დიდი ბრიტანეთის კულტურის უკეთ გაცნობა.

22 ნოემბერი, 2012 წელი

22 ნოემბერს სააქტო დარბაზში საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელობით ჩატარდა ,,გიორგობისადმი " მიძღვნილი ღონისძიება.

ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები და ვიდეო კოლაჟები.

05 ნომბერი, 2012 წელი

2012 წლის 5 ნოემბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით შ.პ.ს. ,,მახინჯაურის ლიცეუმში" ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მიერ ჩატარდა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 175-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კვირეული. მიზანი:

1.ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაცნობა-შეფასება;

2. საზოგადო მოღვაწეებისადმი პატივისცემის უნარ-ჩვევების გამომუშავება.

კვირეულის გახსნა

2012 წლის 05 ნოემბერს ლიცეუმის საკონფერენციო დარბაზში ისტორიის მასწავლებელმა მაყვალა გოგუამ X1 და X2 კლასში ჩაატარა ლექცია-სემინარი თემაზე: ილია ეროვნული გმირი და საზოგადო მოღვაწე. ლექცია-სემინარი წინ უძღოდა კონფერენციას ილიას შემოქმედების შესახებ.

2012 წლის 06 ნოემბერს ლიცეუმის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კონფერენცია. ღონისძიების პირველ ნაწილში მოსწავლეებმა ისაუბრეს ილიას ბიოგრაფიაზე. ნახეს ილიას მკვლელებისა და მკვლელობის შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმი. ასევე მოსწავლეების მიერ დამზადებული სლაიდ-შოუ.

2012 წლის 07 ნოემბერს ლიტერატურულ საღამო ილიას შემოქმედებას დაეთმო: ლექსები, პუბლიცისტიკა, ნაწყვეტი ;მგზავრის წერილებიდან''. მოსწავლეები გაეცნენ ვიდეო მასალას ილიასა და ოლღა გურამიშვილის სასიყვარულო წერილების შესახებ, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა შემოგვინახა. ლიტერატურულ საღამოს სასაიამოვნოს ხდიდა ილია ლექსზე ,,ჩემო კარგო ქვეყანავ'' შექმნილი მუსიკა და სიმღერა.

2012 წლის 08 ნოემბერს საკონფერენციო დარბაზში შეკრებილებმა მოისმინეს მე-12 კლასის მოსწავლეების მიერ მომზადებული საკონფერენციო თემები სხვადასხვა თემებზე. ღონისძიება დაასრულა საქართველოს ჰიმნმა სიმბოლოდ იმისა, რომ თუ დღეს არებობს ქართული სახელმწიფო და ქართული ენა, ეს დიდი დამსახურებაა ილიასა და მისი თანამოაზრეებისა.

კვირეულის დახურვა

2012 წლის 09 ნოემბერს კვირეულის ფარგლებში მოეწყო გასვლითი ღია გაკვეთილი ილია ჭავჭავაძის მუზეუმში, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბათუმში.

05 ნომბერი, 2012 წელი

3 ნოემბერს დაიწყო ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის I ტური, რომელიც ყველა წესის დაცვით ტარდება და დასრულდება 17 ნოემბერს. .

05 ნომბერი, 2012 წელი

რუსული ენის მასწავლებელმა ჯულიეტა ფერაძემ XI2 კლასში ჩაატარა ინტერაქტიული მეთოდით ღია გაკვეთილი თემაზე: "ჯონ კენედის ბიოგრაფია".

30 ოქტომბერი, 2012 წელი

ინგლისური ენის მასწავლებელმა ია ვერულიძემ XII1 კლასში ჩაატარა ინტერაქტიული მეთოდით ურთიერთდასწრების გაკვეთილი თემაზე: "Great Britain".

24 ოქტომბერი, 2012 წელი

მათემატიკის მასწავლებელმა ვახტანგ ბაძაღუამ ინტერაქტიული მეთოდით XI2 კლასში ჩაატარა ურთიერთდასწრების გაკვეთილი თემაზე: ,,ვექტორის კოორდინატები"

19 ოქტომბერი, 2012 წელი

X1 და X2 კლასების დამრიგებლებმა ჯულიეტა ფერაძემ და ხათუნა ბერიძემ ბიოლოგიის მასწავლებელთან ერთად მოაწყვეს ექსკურსია ბათუმის ბოტანიკურ ბაღში. ბაღის ტერიტორიაზე გაშენებული ფლორის გაცნობის მიზნით ბიოლოგიის მასწავლებელმა თამარ ასანიძემ ჩაატარა გაკვეთილი თემაზე: "ბოტანიკური ბაღის ფაუნა".

15 ოქტომბერი, 2012 წელი

  • შ.პ.ს. ,,მახინჯაურის ლიცეუმის'' სააქტო დარბაზში ისტორიის კათედრის ხელმძღვანელობით ჩატარდა სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულთან დაკავშირებით - ,,კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა" შემეცნებითი ლექცია-სემინარი. ღონისძიების მიზანი იყო მცხეთის როლის წარმოჩენა ქვეყნის პოლიტიკური და კულტურული განვითარების საქმეში.
  • 11 ოქტომბერი, 2012 წელი

    შ.პ. ს. ,,მახინჯაურის ლიცეუმის" X1 - X2 კლასის მოსწავლეებს ისტორიის მასწავლებელმა მაყვალა გოგუამ აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ჩაუტარა თემატური გაკვეთილი თემაზე: ,,არქეოლოგია-ისტორიის დამხმარე დისციპლინა". გაკვეთილი მიმდინარეობდა მხარეთმცოდნეობის განყოფილებაში. მოსწავლეები გაეცნენ ქვის, ბრინჯაოსა და რკინის ხანის ნივთებს. იმსჯელეს არქეოლოგიის მნიშვნელობაზე. ისტორიკოსმა, მუზეუმის მეცნიერ-მუშაკმა თ. ფუტკარაძემ მოსწავლეებს ესაუბრა მათთვის საინტერესო თემებზე, კერძოდ, საბერძნეთისა და საქართველოს ურთიერთობაზე.

    25 სექტემბერი, 2012 წელი

    ფიზიკის მასწავლებელმა მარინა აბულაძემ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით XI1_ XI2 კლასებში ჩაატარა ვირტუალური გაკვეთილი თემაზე: ,,რხევითი მოძრაობა, მათემატიკური ქანქარა"

    20 სექტემბერი, 2012 წელი

    ფიზიკის მასწავლებელმა მარინა აბულაძემ ინტერაქტიული მეთოდით X1_ X2 კლასებში ჩაატარა ურთიერთდასწრების გაკვეთილი თემაზე: ,,ელექტრული მუხტი"

    კონკურსები

  • ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით 2012 წლის II სემესტრიდან ლიცეუმში გამოცხადდა კონკურსი ,,საუკეთესო გაკვეთილი“. კათედრის ხელმძღვანელები მოსმენილი გაკვეთილების შედეგად გამოავლენენ თავიანთ კათედრებზე თითო საუკეთესო მასწავლებელს და გაკვეთილს. გამარჯვებული მასწავლებელი შეირჩევა დასახელებული მასწავლებლებიდან კონკურსის წესით.
  • ლიცეუმში დანერგილია მოსწავლეთა მაღალი აკადემიური მოსწრებისა და კარგი ყოფაქცევის წახალისება, რაც აშკარად აღრმავებს სწავლის მოტივაციას.შინაგანაწესითაა განსაზღვრული მოსწავლეთა როგორც დაჯილდოვების, ისე დასჯის პროცედურები. შექმნილია დისციპლინური კომიტეტი, რომელიც განიხილავს დისციპლინურ გადაცდომებს და სახავს მათზე შესაბამისი რეაგირების მეთოდებსა და საშუალებებს. სასწავლო წლის ბოლოს მოხდება ლიცეუმის საუკეთესო პედაგოგებისა და მოსწავლეების დაჯილდოვება ექსკურსიებზე გაგზავნით, ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით.
  • ლიცეუმის ადმინისტრაცია კურსდამთავრებულებს ულოცავს CAT-ის ტიპის საგამოცდო მოდელით საატესტატო გამოცდების წარმატებით ჩაბარებას.
  • 2012 წლის 29 მაისს, ბათუმში, ღია ცის ქვეშ, მუზეუმების ექსპონატების გამოფენა მოეწყო. წარმოდგენილი იყო ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტთა ნამუშევრები, აჭარის მხარეთმცოდნეობისა და არქეოლოგიის მუზეუმის ექსპონატები. გამოფენა-დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღეს ლიცეუმის XI კლასის მოსწავლეებმა მაყვალა გოგუას ხელმძღვანელობით.
  • 2012 წლის 11 მაისს, XI კლასში ჩატარდა გაკვეთილი ,, ვკითხულობთ გალაქტიონს". პედაგოგ მზევინარ ძირკვაძის მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს გალაქტიონის ლექსები და წერილები. გაიხსენეს პოეტის ცხოვრება და შემოქმედება. საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით ნაჩვენები იქნა მეტად საინტერესო ფოტო-ვიდეო მასალა. გაკვეთილს ესწრებოდნენ სხვადასხვა კათედრის წარმომადგენლები და მშობლები.
  • 2012 წლის 23 აპრილს ლიცეუმში დედამიწის დღესთან დაკავშირებით საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელობით მოწვეული იყვნენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს წარმომადგენლები: იზოლდა აბულაძე და ნუგზარ პაპუნიძე. სტუმრები მოსწავლეებს ესაუბრნენ შავი ზღვის ჰაერის, ნიადაგისა და წყლის ეკოლოგიურ პრობლემებზე. ლექცია-სემინარი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. აქტიურობით გამოირჩეოდნენ შემდეგი მოსწავლეები: ი.ჯორბენაძე, ნ.აბუსერიძე, გ.შაინიძე, ნ.ბარაბაძე და სხვები. ამ ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეების გათვითცნობიერება და პრაქტიკული ჩაბმა მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გარემოს ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრაში.
  • 2012 წლის 8 მაისს  ლიცეუმის საკონფერენციო დარბაზში უცხო ენათა კათედრის ხელმძღვანელობით ჩატარდა ბრეინინგი: ,,ყველაზე ჭკვიანი ინგლისურში”. მონაწილეობდნენ XI-XII კლასის მოსწავლეები. პროექტის ავტორი და ორგანიზატორი იყო ინგლისური ენის მასწავლებელი ია ვერულიძე.

    2012 წლის 8 მაისს  X1 კლასში რუსული ენის მასწავლებელმა ჯულიეტა ფერაძემ  ჩაატარა ღია-პრეზენტაცია გაკვეთილი თემაზე: ,,სერგეი ესენინის ცხოვრება და მოღვაწეობა”.

    2012  წლის 7 მაისს  ლიცეუმის  საკონფერენციო დარბაზში მოეწყო შეხვედრა მოსწავლეთა 66-ე რესპუბლიკური სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის I ადგილის მფლობელ მოსწავლესთან გიორგი გოდუაძესთან. ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლის მადონა ბოლქვაძის ხელმძღვანელობით გიორგის ნაშრომმა ,,დელფინი და ბათუმი” დიდი მოწონება დაიმსახურა. მოსწავლესა და მის მშობელს გამარჯვება მიულოცეს ლიცეუმის  დირექტორმა, თემის კონსულტანტებმა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელებმა.

    2012  წლის 7 მაისს  უცხო ენათა კათედრამ გამოსცა 9 მაისისადმი მიძღვნილი რუსულენოვანი  ჟურნალი: ,,9 მაისი, როგორც ფაშიზმზე გამარჯვების დღე”. ჟურნალი ესთეტიკურად გააფორმეს მე-12 კლასის მოსწავლეებმა   რუსული ენის მასწავლებლის ხათუნა ბერიძის ხელმძღვანელობით.

    2012 წლის 5 ივნისს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ ლიცეუმის მოსწავლეები და პედაგოგები მიწვეული იყვნენ აჭარის ა.რ. მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.ამავე დღეს ბიოლოგიის მასწავლებელმა მ. გოგოლიშვილმა ჩაატარა თემატურ-გასვლითი გაკვეთილი თემაზე: ,, აჭარის ენდემური ფლორა და ფაუნა" . ქიმიის მასწავლებელმა მ.ბოლქვაძემ ჩაატარა თემატურ-გასვლითი გაკვეთილი თემაზე აჭარაში გავრცელებული მინერალების შესახებ.

    2012  წლის 11 აპრილს ინგლისური ენის შემსწავლელი წრის წევრებმა ია ვერულიძის ხელმძღვანელობით გამოსცეს ჟურნალი სიყვარულის დღესთან დაკავშირებით. ჟურნალი ესთეტიკურად გააფორმეს მე-12 კლასის მოსწავლეებმა შუტა სურმანიძემ და მზია გოგიტიძემ.

    2011 წლის 27 მარტს ლიცეუმის მათემატიკის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში ,,რა სად, როდის?”  მონაწილეობდნენ X-XI კლასის მოსწავლეები. კონკურსი ჩატარდა ხუთ ტურად.  მე-5 ტური გუნდის კაპიტნების შეჯიბრება იყო. თამაში საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა.  გაიმარჯვა XI კლასის გუნდმა, რომელიც დირექციის მიერ სასწავლო წლის ბოლოს წახალისებული იქნება ექსკურსიით.

    20მარტი, 2012 წელი
    2012 წლის 21 მარტიდან  XII კლასებში  ტარდება იმიტირებული საატესტატო  კომპიუტერული პრეტესტირება  8 საგანში იხილეთ ტესტირების გრაფიკი კლასების მიხედვით:
    XII ლიცეუმი – 21 მარტი
    XII1 – 22 მარტი

    XII2 – 23 მარტი
    XII3  - 26 მარტი
    XII4 – 27 მარტი

    ლიცეუმში დანერგილია მოსწავლეთა გამოკითხვის პრაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს სწავლების პროცესის შემოწმებასა და მოსწავლეთა აზრის გაგებას სწავლების ხარისხთან დაკავშირებით. 2012  წლის 12 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა მოსწავლეთა გამოკითხვა.

    შ.პ.ს მახინჯაურის  ლიცეუმში  2012 წლის  14 მარტს  შეიქმნა სამოქალაქო განათლების კლუბი   ‘’თავისუფლება“  მასწავლებლების -  ნინო სამხარაძისა  და მაყვალა გოგუას  თაოსნობით  და    ლიცეუმის დირექტორის  ქალბატონ ლალი  ხვედელიძის  უშუალო  მხარდაჭერით. კლუბში  გაწევრიანდა  25 მოსწავლე.   

    2012 წლის 12 მარტს  მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელობით გამოიცა კედლის გაზეთი ,,მათემატიკა  მეცნიერებების დედოფალია”.გაზეთში გამოქვეყნებულია ცნობილ მათემატიკოსთა მოკლე ბიოგრაფიული ცნობები, საინტერესო მათემატიკური დებულებები, ინფორმაცია ფილდსის პრემიის შესახებ და სხვა საინტერესო მასალები.

    2012 წლის 07 მარტს ლიცეუმის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა  ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება: ,,ქალს, დედას, სატრფოს, მეუღლეს”. ლიტერატურულ-შემოქმედებითი  წრის წევრებმა ლიცეუმის  ქალბატონ მასწავლებლებს მიულოცეს გაზაფხულის დადგომა  და ქალთა დღე. საქართველოს ისტორიული წარსულიდან   გაიხსენეს  სამი გმირი ქალი: თამარ მეფე, წმინდა ნინო და ქეთევან დედოფალი. ისაუბრეს თითოეული მათგანის დამსახურებაზე. მოსწავლეებს მომზადებული ჰქონდათ ვიდეო-კოლაჟი, რომელშიც ასახული იყო თანამედროვე და ტრადიციული ქალის სახე.

    2012 წლის 06 მარტს უცხო ენათა კათედრის წევრების: ხათუნა ბერიძისა და ჯულიეტა ფერაძის აქტიური მონაწილეობით, ქალთა დღესთან დაკავშირებით გამოიცა კედლის გაზეთი, რომელიც ლამაზად და ესთეტიკურად იყო გაფორმებული.

    ლიცეუმში ერთ-ერთ პრიორიტეტადაა მიჩნეული დამატებითი მეცადინეობების ჩატარება. 2012  წლის 01 მარტიდან, აბიტურის პროგრამის ფარგლებში, მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის დაინიშნა მეცადინეობები ზოგადი უნარების  მათემატიკურ და ვერბალურ ნაწილში.

    28-01-2012 - "ოკუპაციის კვირეული"
    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით, 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით შ. პ. ს. ,,მახინჯაურის  ლიცეუმში”  მიმდინარეობდა ‘’ოკუპაციის  კვირეული’’. რომელიც დაიწყო 21 თებერვალს და გაგრძელდა ერთი კვირა.  კვირეულის  მიზანი იყო, რომ   მოსწავლეებმა   მაქსიმალური  ინფორმაცია  მიიღონ   1921,  2008  წლებში  რუსეთის  მიერ  განხორციელებულ  აგრესიაზე. ‘’ოკუპაციის კვირეულის’’ ფარგლებში ბევრი საინტერესო გაკვეთილი და დისკუსია  ჩატარეს ისტორიის მასწავლებლებმა: მაყვალა გოგუამ და ნინო სამხარაძემ.

    20 თებერვალი, 2012 წელი
    21 თებერვალი:  ლექცია  სემინარი - ისტორიული  პერიოდის  მიმოხილვა;
    22 თებერვალი: ლექცია სემინარი - საქართველოს პატრიოტი ადამიანები: პატრიარქი ამბროსი  ხელაია,  ქაქუცა  ჩოლოყაშვილი;
    23  თებერვალი: ელექტრონული  გაკვეთილი, (დოკუმენტური მასალა) თემა- რუსი ოკუპანტების საქართველოში შემოსვლა; 
    24  თებერვალი:   სურათების  გამოფენა;
    25 თებერვალი: მოსწავლეებმა დაათვალიერეს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში  მოწყობილი  „ოკუპაციის  კვირეულისადმი“ მიძღვნილი  საგამოფენო  კუთხე.

    27 ინვარი, 2012 წელი
    2012 წლის 23 იანვრიდან  27 იანვრის ჩათვლით  შპს. ,,მახინჯაურის ლიცეუმში” ჩატარდა კათედრის სხდომები. გამოიკვეთა პრიორიტეტები, დამტკიცდა სასწავლო გეგმები-სილაბუსები.

    27 იანვარი 2012 წელი
    2012  წლის  27 იანვარს, 14.00 საათზე ლიცეუმის   კონფერენცდარბაზში ჩატარდა მოსწავლეთა  66-ე რესპუბლიკური სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენციის შიდასასკოლო ტური. წარმოდგენილი ნაშრომებიდან ლიცეუმის  კათედრათა წარმომადგენლობითმა საბჭომ  რეგიონალურ კონფერენციაზე განსახილველად გააგზავნა  მე-11 კლასის მოსწავლის  გიორგი გოდუაძის  ნაშრომი  ,,ბათუმი და დელფინი”  (ხელმძღვანელი მ. ბოლქვაძე, სექცია-ბიოლოგია).  
    ვულოცავთ  გიორგის  დამსახურებულ გამარჯვებას და  ვუსურვებთ წარმატებას რეგიონალურ ტურზე.

    22დეკემბერი, 2011 წელი
    22 ნოემბერს  სააქტო დარბაზში საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელობით ჩატარდა "გიორგობისადმი" მიძღვნილი ღონისძიება.  ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა  მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები და ვიდეო კოლაჟები.

    17 დეკემბერი, 2011 წელი- ბრეინ-რინგი
    დამრიგებელთა კათედრის ინიციატივით, რომლის ხელმძღვანელი არის რუსული ენის მასწავლებელი ჯულიეტა ფერაძე  ლიცეუმში მოეწყო ბრეინინგი რუსულ ენასა და ლიტერატურაში  მე-12 კლასის მოსწავლეებს შორის. გამარჯვებული გამოვლინდა მე-12 1  კლასის მოსწავლეთა ჯგუფი, გამარჯვებულ მოსწავლეებს  გადაეცათ სიგელები.

    17 აგვისტო, 2011 წელი - კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ
    შ.პ.ს "მახინჯაურის ლიცეუმმა" დაიწყო ატესტატების გაცემა, გაცემა წარმოებს ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 10 საათიდან 14 საათამდე.

    13 ივლისი 2011 წელი - ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ
    შ.პ.ს "მახინჯაურის ლიცეუმი" აცხადებს მოსწავლეთა მიღებას III საფეხურზე (X , XI, XII ) კლასები პარალელურად პროფესიული განათლების შემდეგ სპეციალობებზე: მატროსი, მოტორისტი, გემის ელექტრიკოსი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის № 114/ნ 2011 წლის 29 ივნისის ბრძანებით საბუთების მიღება იწარმოებს მხოლოდ 2011 წლის 31 ივლისამდე.

     
     
     
    დამზადებულია ელდარ მსხალაძის მიერ